“უმუშევართა სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის დაცვის 2005 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 2 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
“უმუშევართა სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის დაცვის 2005 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 2 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 330/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 147, 20/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 470.010.010.22.035.007.942
  • Word
330/ნ
19/12/2005
სსმ, 147, 20/12/2005
470.010.010.22.035.007.942
“უმუშევართა სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის დაცვის 2005 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 2 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.010.22.035.007.942

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №330/ნ

2005 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

“უმუშევართა სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის დაცვის 2005 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის  2 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

“საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების, “საქართველოს საბიუჯეტო სისტემების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. “უმუშევართა სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის დაცვის 2005 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 2 მარტის №62/ნ ბრძანების პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით დამტკიცებულ “უმუშევართა სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები და ძირითადი პრინციპები” (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) პირველი თავის:

ა.ა) პირველი მუხლის პროგრამის ბიუჯეტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“პროგრამის ბიუჯეტი:

პროგრამის ბიუჯეტია 2 045 000 ლარი.”;

ა.ბ) მე-3 მუხლში საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო პროგრამები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო პროგრამები

პროგრამის დასახელება

2005  წლის
გეგმა

 

ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის და ეპიდკონტროლის სახელმწიფო პროგრამა

3024900

I

ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის, დაავადებათა აქტიური გამოვლენის და სოციალურად საშიშ დაავადებათა პროფილაქტიკის პროგრამა

2045000

1

ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება

 

1.1

თამბაქოს კონტროლის ღონისძიებები

 

1.1.1

წევის შეწყვეტის ხელშეწყობა – გადაგდების სატელეფონო საკონსულტაციო პროგრამის შემუშავება და დანერგვა თბილისში, გადაგდების პროგრამის ადაპტირება და პილოტირება მიზნობრივ ჯგუფებში

 

1.1.2

პოლისიმეიქერების, ჯანდაცვის პროფესიონალების, სტუდენტების, პედაგოგების ტრენირება თამბაქოს კონტროლის საკითხებში

 

1.1.3

სამუშაო და საზოგადოებრივ ადგილებში თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის ხელშეწყობა – სახელმწიფო, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებში მწეველობის შეზღუდვის კომპლექსური პროგრამების შემუშავება და პილოტირება

 

1.1.4

თამბაქოს საწინააღმდეგო მიზნობრივი სარეკლამო კამპანია

 

1.1.5

თამბაქოს კონტროლის მულტისექტორულ ღონისძიებათა მონიტორინგი და შეფასება, საინფორმაციო ბაზის ფორმირება

 

1.1.6

თამბაქოს კონტროლის მულტისექტორული ღონისძიებების კოორდინაციის ხელშეწყობა

 

1.2

ჯანსაღი კვების და ფიზიკური აქტი ობის დანერგვის ღონისძიებები

 

1.2.1

მრავალდარგობრივი გეგმის შემუშავების ხეშეწყობა

 

1.2.2

მულტისექტორული კოორდინაცია

 

1.3

ტრავმატიზმისა და ძალადობის პროფილაქტიკის ღონისძიებები

 

1.3.1

ტრავმატიზმის პრევენციის ყოვლისმომცველი ეროვნული გეგმის შემუშავება

 

1.4

ალკოჰოლზმის საწინააღმდეგო და მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებები

 

1.4.1

მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეროვნულ მოქმედებათა გეგმის შემუშავება

 

1.4.2

სარეკლამო კამპანია

 

1.5

ჯანსაღი სკოლები და ქალაქები

 

1.5.1

“თბილისი ჯანსაღი ქალაქი” პროექტის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა

 

1.5.2

ინტერსექტორული კოორდინაცია

 

1.5.3

ექსპერტული მუშაობა

 

1.5.4

ჯანსაღი სკოლის პროექტის შემუშავება და პილოტირების ხელშეწყობა

 

1.5.5

ცჯწ რეგიონული პროგრამების სრულყოფა და სჯდ რეგიონული სამსახურების სპეციალისტების ტრენინგი

 

1.6

რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვისა, ახალგაზრდების სქესობრივი აღზრდის ხელშეწყობა:

 

1.6.1

პრევენციის ღონისძიებები მიზნობრივ ჯგუფებში

 

1.6.2

სარეკლამო კამპანია

 

1.7

ცენტრალური საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებების ნაბეჭდი, რადიო და სატელევიზიო საინფორმაციო და სარეკლამო პროდუქციის ერთიანი მენეჯმენტი

 

1.8

საერთაშორისო თანამშრომლობა და ფართო საზოგადოების ინფორმირება

 

1.8.1

საზოგადობრივი ჯანდაცვის ვებ-გვერდის შემუშავება

 

1.8.2

ჯანმრთელობის დღეების აღნიშნვა
მასობრივი აქციების ორგანიზება

 

1.9

საქართველოს 10 ქალაქში საკონცერტო ტურნეს – ანტინარკოტიკული კამპანიის წარმართვა – “იცხოვრე ჯანმრთელად! გამოადექი შენს ქვეყანას!”

50 000

2

ავადობის აქტიური გამოვლინება და მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები

 

2.1

დაავადებათა გამოვლინება და სამკურნალო პროფილაქტიკური დახმარება

 

2.2

საქართველოს ეროვნული სპორტული ნაკრები გუნდების სამედიცინო უზრუნველყოფა

 

2.3

ქალთა დისჰორმონული ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა

 

2.4

პროფესიული დაავადებების პრევენცია

 

2.5

პროსტატის კიბოს დიაგნოსტირება (სკრინინგი)

 

3

ნარკომანიის პროფილაქტიკური ღონისძიებები

 

3.1

ეპიდზედამხედველობითი, მეთოდურ-პრაქტიკული ღონისძიებების გატარება ნარკომანიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ეფექტურობის თვალსაზრისით

 

3.2

ნარკომანიის წინააღმდეგ მოსახლეობისა და მიზნობრივი ჯგუფის ინფორმირება

 

3.3

საქართველოს რეგიონებსა და რაიონებში ნარკომანიის ეპიდზედამხედველობისა და პროფილაქტიკის წარმოება

 

4

მიკროელემენტ იოდის დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკა

 

4.1

მიკროელემენტ იოდის დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა გამოვლენა (რეგიონული დონე – ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი)

 

4.2

ეპიდზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირება

 

5

გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა ეპიდზედამხედველობის სისტემის ფორმირება და პირველადი პრევენცია

 

5.1

გ.ს.დ. ეპიდზედამხედველობის სისტემის ფორმირება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტივირება პროფილაქტიკის სფეროში

 

5.2

გ.ს.დ. და მათი გამომწვევი რისკ-ფაქტორების საწინააღმდეგო პროპაგანდისტულ ღონისძიებათა შემუშავება და დანერგვა

 

6

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკა

 

6.1

სგგდ სტანდარტული დიაგნოსტიკა

 

6.2

ეპიდზედამხედველობა

 

7

შიდსის პროფილაქტიკა

 

7.1

რისკის ჯგუფების აივ ინფექცია/შიდსზე სტანდარტული დაიგნოსტიკა

 

7.2

ეპიდზედამხედველობის ორგანიზაცია და განხორციელება, პროფილაქტიკურ-საგანმანათლებლო საქმიანობის უზრუნველყოფა

 

8

მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების უსაფრთხო სისხლით უზრუნველყოფა

 

8.1

ეპიდზედემხედველობა და პროგრამის ღონისძიებათა განხორციელებისათვის ორგანიზაციულ-მეთოდურ-პრაქტიკული სამუშაოების წარმოება

 

8.2

დონორთა სისხლის სტანდარტული დიაგნოსტიკა (20 ათასი დონაცია)

 

8.3

დონორთა საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირება

 

9

ონკოლოგიურ დაავადებათა რეგისტრის და ეპიდზედამხედველობის განხორციელება

 

9.1

კიბოს რეგისტრის ფუნქციონირება

 

9.2

ინფორმაციის ეპიდანალიზი, ორგანიზაციულ-მეთოდური და სტატისტიკური დამუშავება

 

10

სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკა და ადრეული დიაგნოსტიკა

 

II

ინფორმაციული სისტემების უზრუნველყოფის, ეპიდზედამხედველობისა და ეპიდსიტუაციის მართვის პროგრამა

620000

1

ეპიდაფეთქების ლიკვიდაციის ხელშეწყობა (სტანდარტული დიაგნოსტიკა და მკურნალობა)

 

2

მალარიის სტანდარტული დიაგნოსტიკა (მ.შ. საბონიფიკაციო სამუშაოები) და მკურნალობა, პარაზიტულ დაავადებათა პრევენცია

 

3

რეგიონულ და ადგილობრივ (ქალაქი, რაიონი) დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციული სისტემების ფუნქციონირება (იმუნიზაცია, ეპიდზედამხედველობა, სამედიცინო სტატისტიკის წარმოება)

 

4

სამთავრობო დაწესებულებაში სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო ღონისძიებების ჩატარება

 

5

სადეზინფექციო საქმიანობის მიმდინარეობაზე ზედამხედველობა და მეთოდური ხელმძღვანელობა. ეპიდსიტუაციის გამწვავებისას კერაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების (დასკვნითი დეზინფექცია) ორგანიზაცია

 

6

მეთოდურ-პრაქტიკული დახმარება ცენტრალურ დონეზე (ეპიდაფეთქებებზე რეაგირება)

 

III

პროგრამის მონიტორინგის და მართვის ხელშეწყობის ხარჯები

309900

1

პროგრამების განხორციელების ორგანიზაციისა და მართვის ხელშეწყობა ცენტრალურ დონეზე

 

2

– პროგრამების მართვისა და დანერგვის ხელშეწყობა სამხარეო დონეზე
– სტანდარტი № 7567: რეგიონულ დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ შესრულებული სამუშაოების მიღება, სპეციალიზებული ანალიზი პროგრამული ფორმების მეშვეობით; რაიონულ და უშუალოდ საშემსრულე

 

3

პროგრამების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოთა დამოწმება, ინსპექტირება რაიონულ, საქალაქო (სამხარეო) დონეზე

 

4

სამედიცინო შემოწმების და ექსპერტიზის სპეცფორმების ბეჭდვა

 

 

       ბ) მესამე თავის:

       ბ.ა) მეხუთე მუხლის ბიუჯეტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      “ბიუჯეტი:

       “პროგრამის ბიუჯეტია 19 771 900 ლარი.”.

ღონისძიებები

ბიუჯეტი

(ლარი)

ოპტიმიზაციის შედეგად საზოგადოებრივ სექტორში დარჩენილ სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია

18 808 947

ოპტიმიზირებული სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვა

414 444

ოპტიმიზირებული სამედიცინო დაწესებულებებიდან დათხოვილ პერსონალზე საკომპენსაციო პაკეტების გაცემა

26 462

ოპტიმიზირებული სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის ტრეინინგები და სხვა ხარჯები

522 047

       გ) მეხუთე თავის:

       გ.ა) “მოსახლეობის სტაციონარული დახმარების სახელმწიფო პროგრამის” 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადაქციით:

      “ბიუჯეტი

       “საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამის სახელმწიფო ბიუჯეტი განისაზღვრა 57 876 000 ლარით.

 

 

მოსახლეობის სტაციონარული დახმარების სახელმწიფო პროგრამა

58,224.0

1

ფსიქიატრიული დახმარების კომპონენტი

3,062.0

2

ფთიზიატრიული დახმარების კომპონენტი

3,150.0

3

სამეანო დახმარების კომპონენტი

8,700.0

4

ბავშვთა (0-დან 3 წლამდე) სამედიცინო დახმარების კომპონენტი

6,000.0

5

უმწეოთა დამატებითი სამედიცინო დახმარების კომპონენტი *

(სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უმწეოთა პოლისების მქონე პაციენტები)

245.50

6

ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის კომპონენტი

2,186.0

7

ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტი

3,650.0

8

რეფერალური დახმარების კომპონენტი

5,049.665

9

მოსახლეობის ურგენტული მომსახურების პროგრამა (ანტირაბიული საშუალებების გამოკლებით)

9 335.335

10

სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის კომპონენტი

150.0

11

სასწრაფო სამედიცინო დახმარების პროგრამა

11,343.0

12

მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების და  იმ ბავშვების სამედიცინო დახმარების კომპონენტი, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას

300.0

13

საგანგებო სიტუაციებში დაზარალებულ მოქალაქეთა სამედიცინო დახმარების კომპონენტი

395.0

14

ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და დიალიზის კომპონენტი *

178.00

15

რესურსტევადი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურების პროგრამა *

569.50

16

გულის ქირურგიის სახელმწიფო პროგრამა

2,000.0

17

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამა (2004 წელს ნაკისრი ვალდებულებების ანაზღაურებისთვის) *

1,550.00

18

ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციის კომპონენტი

220.0

19

ეპილეფსიის პროფილაქტიკისა და მკურნალობის პროგრამა

140.0

 

 * გათვალისწინებულია 2004 წელს შესრულებული სამუშაოების დავალიანების დაფარვა.

 

 გ.ბ) მე-10 მუხლის ბიუჯეტური ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  “ბიუჯეტი

 

ღონისძიება

ბიუჯეტი (ათას ლარებში)

სტაციონარული მომსახურება

2,518.0

DDOT - სოციალური მეურნეობის სამსახური თბილისში

170.5

რეფერენს კონტროლი

81.5

პროგრამის სუპერვიზია

30.0

პროგრამის მართვის ხარჯები

10.0

დევნილთა საკურორტო მომსახურება

340.0

სულ

3,150.0

 

  * პირველი რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებით უზრუნველყოფას (პროგრამის სახელმწიფო ბიუჯეტის ზემოთ) ახორციელებს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია GTZ.“.

 გ.გ) მე-11 მუხლის ბიუჯეტი ჩამოიყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ბიუჯეტი:

 

ქვეკომპონენტები

ბიუჯეტი (ათასი ლარი)

სამეანო დახმარება, ახალშობილთა მოვლა სამშობიარო სახლის პირობებში

8 420.0

მელოგინეთა სეფსისის მკურნალობა

120.0

ფენილკეტონურიაზე ახალშობილთა სკრინინგი და ფენილკეტონურიითა და ჰიპერფენილალანინემიით დაავადებულ ბავშვთა პატრონაჟი და მკურნალობა

140.0

პროგრამის მართვის ხარჯები

20.0

სულ

8 700.0

       გ.დ) მე-14 მუხლის ბიუჯეტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 “პროგრამის ბიუჯეტი:

ღონისძიება

ბიუჯეტი

(ათას ლარი)

ონკოლოგიურ ავადმყოფთა მკურნალობა, მ.შ. ონკოინკურაბელური პაციენტების პალიატიური მზრუნველობა

2 700.0

ნეიროონკოლოგიურ ავადმყოფთა მკურნალობა

170.0

მოზრდილთა ონკოჰემატოლოგია

350.0

ბავშვთა ონკოჰემატოლოგია*

430.0

სულ

3 650.0

       · ბავშვთა ონკოჰემატოლოგიაში გერმანული მხარის (gtz) მიერ დამატებით შემოტანილი იქნება მედიკამენტები 250 000 ლარის მოცულობით.’’;

 

       გ.ე) მე-15 მუხლი 2006 წლის პროგრამების დამტკიცებამდე განხორციელდეს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და პროგრამაში მონაწილე დაწესებულებებს შორის 2004 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებით;

       გ.ვ) მე-16 მუხლის ბიუჯეტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  “ბიუჯეტი:

ღონისძიება

ბიუჯეტი   (ათასი ლარი)

ურგენტული სტაციონარული მომსახურება

9 210.3

უპოვართა სამედიცინო დახმარების ხელშეწყობა (საქართველოს საპატრიარქოს თერაპიული კლინიკა უპოვართათვის ბაზაზე)

 

60.0

პროგრამის მართვის ხარჯები

65.0

სულ

9 335.3

 

       გ.ზ) 21-ე მუხლის ბიუჯეტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

      “ ბიუჯეტი:

 

ღონისძიება

ბიუჯეტი    (ათას ლარებში)

გულის ქირურგიის სახელმწიფო პროგრამა

2 000.0

გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა

1 100.0

მოზრდილთა გულის ქირურგია

900.0

 

       ბ.ვ) 22-ე მუხლის დაფინანსების მეთოდოლოგია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      “დაფინანსების მეთოდოლოგია:

       კომპონენტის ბიუჯეტი შეადგენს 220 000 ლარს. დაფინანსება განხორციელდება დადგენილი წესით, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დამტკიცებულ სტანდარტებსა და წლიურ საპროგნოზო მაჩვენებლებზე დაყრდნობით”.

       გ) მეექვსე თავის:

       გ.ა) ბიუჯეტური ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       “ბიუჯეტი:

       “საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 9 807.0 ათასი ლარით.”

 

მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა

9 807.0

დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი

3,392.0

დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობის კომპონენტი (დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის ბაზაზე) მ.შ. 300,0 ათასი ლარი – დიაბეტიან ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის გაგრძელებისათვის

1,200.0

ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მკურნალობის კომპონენტი

850.0

ონკოინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი

500.0

ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი

570.0

უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

250.0

ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

1,290.0

იმუნიზაციის კომპონენტი

875.0

ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფის პროგრამა

280.0

სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა განბაჟების, ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

600.0

       დ) მეშვიდე თავის:

       დ.ა) 33-ე მუხლის მეხუთე პუნქტის პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვროს 149 373 ათასი ლარით.

       ე) მერვე თავის:

       ე.ა) ბიუჯეტური ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       “სოციალური სფეროს ინსტიტუციონალური და ფუნქციონალური რეფორმის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვროს 4 736 224 ლარით.”

      

სოციალური სფეროს ინსტიტუციონალური და ფუნქციონალური რეფორმის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

4,736 224

სოციალური სფეროს საორგანიზაციო-მეთოდური და სამართლებრივი უზრუნველყოფის კომპონენტი

231 025

მეცნიერებისა და განათლების კომპონენტი

525 067

სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებათა რეაბილიტაციის, სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების და სამედიცინო რეზერვების მართვის კომპონენტი

3 771 455

სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის შეფასებისა და მონიტორინგის კომპონენტი

88 477

წინასწარ გაუთვალისწინებელი ხარჯები

120 200

 

       ე.ბ) 34-ე მუხლის ბიუჯეტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      “კომპონენტის ბიუჯეტი :

       კომპონენტის ბიუჯეტია 231 025 ლარი.”

 

სოციალური სფეროს საორგანიზაციო-მეთოდური და სამართლებრივი უზრუნველყოფის კომპონენტი

231 025

სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სფეროს საორგანიზაციო-მეთოდური და სამართლებრივი უზრუნველყოფა:

  – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალურ მონაცემთა აღრიცხვისა და სისტემატიზაციისაკენ მიმართული ღონისძიებების შედეგად   ერთიანი ელექტრონული მონაცემათა ბაზის შექმნა;

 – ICF დოკუმენტაციის მომზადება და თარგმნა;

 – სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის შემუშავება;

59 964

სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სფეროს თანამედროვე ინფორმაციული მხარდაჭერის სისტემის ჩამოყალიბება

91 988

სახელმწიფო დაკვეთით, პრიორიტეტების შესაბამისად სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმირების ერთიანი სახ. სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ნორმატიული დოკუმენტების შემუშავება

49 000

ხარისხის გარე კონტროლის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა

30 073

       ე.გ) 35-ე მუხლის ბიუჯეტური ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      “ბიუჯეტი:

       კომპონენტის ბიუჯეტია 525 068 ლარი.”

მეცნიერებისა და განათლების კომპონენტი

525 068

ჯანმრთელობის დაცვის სფეროს საკადრო რესურსების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (სახელმწიფო დაკვეთით რეზიდენტთა მომზადება, უწყვეტი სამედიცინო განათლების უზრუნველყოფა, სერტიფიცირება-რესერტიფიცირება)

395 321

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

101 247

ჯანდაცვის სისტემის ადამიანური რესურსების ადაპტაცია მტკიცებულებითი მედიცინის პრაქტიკაში საყოველთაოდ დანერგვის პროცესისადმი  

28 500

 ე.დ) 36-ე მუხლის ბიუჯეტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 “კომპონენტის ბიუჯეტი:

 კომპონენტის ბიუჯეტია 3 771 455 ლარი.”

სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებათა რეაბილიტაციის, სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების და სამედიცინო რეზერვების მართვის კომპონენტი

3 771 455

სამედიცინო რეზერვების შევსება-განახლება

83 312

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დაწესებულებების რეაბილიტაცია

32 868

სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება

 

სამედიცინო დანიშნულების და სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა

3 507 824

სამედიცინო აღჭურვილობის და ინვენტარის შესყიდვა

53 570

შშმპ დამხმარე საშუალებებით უზრუნველყიფა (ინვალიდთა ეტლები)

93 881

 

 ე.ე) 37-ე მუხლის დაფინანსების ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 “პროგრამის დაფინანსება:

 პროგრამის ბიუჯეტია 88 477 ლარი.”

 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

ლ. ჭიპაშვილი