დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1016 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 29/07/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 040150000.22.027.017502 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.05.2016, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.22.027.016638) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ2“ ქვეპუნქტი: „ქ2) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება;“. 2. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი: „პ) ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ერთეულებია: პ.ა) რეგისტრაციის სამსახური; პ.ბ) დეკლარირების მონიტორინგის სამსახური.“. 3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 27 3 მუხლი: „მუხლი 273. ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი 1. დეპარტამენტის ამოცანებია კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და საჯაროობის უზრუნველყოფა, აგრეთვე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა. 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა; ბ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა; გ) უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება; დ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ე) დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა; ვ) ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსი (მისი მოვალეობის შემსრულებელი) არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი.“. |
მუხლი 2 |
სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციული, მატერიალურ-ტექნიკური და სხვა სახის ღონისძიებების განხორციელება.
|
მუხლი 3 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები