საინვესტიციო ფონდების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

საინვესტიციო ფონდების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 188/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 26/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016869
188/04
26/07/2024
ვებგვერდი, 29/07/2024
220010000.18.011.016869
საინვესტიციო ფონდების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №188/04

2024 წლი 26 ივლისი

ქ. თბილისი

 

საინვესტიციო ფონდების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 524 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 38-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „საინვესტიციო ფონდების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად. 
მუხლი 2
საინვესტიციო ფონდებმა ამ ბრძანებით დამტკიცებული რისკის ზედამხედველობის პირველი ანგარიშგების საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენა უზრუნველყონ 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდზე, არაუგვიანეს 2024 წლის 31 აგვისტოსი.    
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა



  საინვესტიციო ფონდების  ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი

მუხლი 1. წესის მიზანი და მოქმედების სფერო

1. „საინვესტიციო ფონდების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული „საინვესტიციო ფონდების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში – ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, რომელიც საჭიროებს განმარტებას, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) საინვესტიციო ფონდების მიერ დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესს.

2. ანგარიშგების მიზანია, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, შეფასდეს კონკრეტულ საინვესტიციო ფონდში არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები.

3. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი საინვესტიციო ფონდები ეროვნულ ბანკს წარუდგენენ ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას დადგენილი ფორმითა და ვადებში.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე;

ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ;

გ) რეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) არარეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე, ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად (მათ შორის, უცხოური კომპანიის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი/წარმომადგენლობა);

ე) რეგისტრირებული – შექმნილი – იურიდიული პირის შემთხვევაში, მოქალაქეობის მქონე – ფიზიკური პირის შემთხვევაში;

ვ) ადმინისტრაციული ორგანო – ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა);

ზ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, და, ძმა, მშობელი, შვილი/გერი და მისი მეუღლე;

თ) ოფშორული ზონა – ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული ქვეყნები/ტერიტორიები;

ი) პოლიტიკურად აქტიურ პირებთან ასოცირებული პირები - „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირები.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. ზოგადი დებულებები

1. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება საინვესტიციო ფონდების მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება საინვესტიციო ფონდების მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე ავტომატურად.

2. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას ამ წესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

3. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს კლიენტების სასარგებლოდ და კლიენტების დავალებით ნებისმიერ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციებს. უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის შესრულების თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. კლიენტი არის საინვესტიციო ფონდის ერთეულის (ერთეულების) მფლობელი (ინვესტორი).

4. ანგარიშგებაში არ უნდა აისახოს საინვესტიციო ფონდში ერთი კლიენტის ანგარიშებს/ქვეანგარიშებს შორის აქტივების მოძრაობა.

5. ოპერაციების შესრულების თარიღად ითვლება საინვესტიციო ფონდში ოპერაციასთან დაკავშირებული ფულადი სახსრების კლიენტის ანგარიშიდან/ანგარიშზე გადაცემის/მიღების თარიღი, ხოლო საინვესტიციო ფონდში ფულადი ანგარიშსწორების გარეშე ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ოპერაციების შემთხვევაში, ფინანსური ინსტრუმენტის აქტივის გადაცემის თარიღი.

6. ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაციის ასახვისას მიეთითება კლიენტის ანგარიშზე განხორციელებული შესაბამისი ბრუნვა (საკრედიტო და სადებეტო ბრუნვები, დაჯამებული აბსოლუტურ სიდიდეებში).

7. ფულადი ანგარიშსწორების გარეშე ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აისახება თანხობრივ გამოხატულებაში ოპერაციით დაფიქსირებული ფასით, თუ აღნიშნული დადასტურებულია გარიგების დოკუმენტებით, ან ამგვარის არარსებობის შემთხვევაში, საფონდო ბირჟის მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი დახურვის ფასით, ყველა სხვა შემთხვევაში კი ნომინალური ღირებულებით.

8. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ ოპერაციებს.

9. ანგარიშგების ფორმებში დაუშვებელია ქვეფაქტორებში მონაცემების განმეორება, გარდა ამ წესის მე-12 მუხლის 38-ე და 39-ე პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

10. საინვესტიციო ფონდის კლიენტებს შორის ოპერაციების განხორციელებისას, ინფორმაცია აისახება ორივე მათგანის ჭრილში.

11. თუ კლიენტს საანგარიშო პერიოდში რამდენჯერმე შეეცვალა რისკის დონე, ანგარიშგებაში ფიქსირდება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მინიჭებული რისკის დონის შესაბამისად.

12. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს, საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო თუ ორივე შემთხვევაში არის უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.

მუხლი 4. ანგარიშგების ფორმები

ანგარიშგება მოიცავს შემდეგ ფორმებს:

ა) ინფორმაცია საინვესტიციო ფონდის შესახებ (ფორმა №1);

ბ) ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ  (ფორმა №2);

გ) ინფორმაცია ელექტრონულად იდენტიფიცირებულ/ვერიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №3);

დ) ინფორმაცია პროდუქტების/ოპერაციების შესახებ (ფორმა №4);

ე) ინფორმაცია გეოგრაფიული არეალის მიხედვით განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №5);

ვ) ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №6);

ზ) ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით, აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №7);

თ)  ინფორმაცია მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №8);

ი) ინფორმაცია შუამავლების შესახებ (ფორმა №9);

კ) სტატისტიკური ინფორმაცია სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების  შესახებ (ფორმა №10);

ლ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №11);

მ) ინფორმაცია სანქცირებული კლიენტებისა და შეჩერებული გარიგებების  შესახებ (ფორმა №12);

ნ) ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №13);

ო) ინფორმაცია ინვესტიციების განხორციელების სფეროების შესახებ (ფორმა №14);

პ) ინფორმაცია რისკის მატარებელი პროდუქტების შესახებ (ფორმა №15).

მუხლის 5. ინფორმაცია საინვესტიციო ფონდის შესახებ (ფორმა №1)

1. ანგარიშგების №1 ფორმა მოიცავს საინვესტიციო ფონდის დასახელებას, საინვესტიციო ფონდის ტიპს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, ბენეფიციარი მესაკუთრეების, დირექტორების, შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, ასევე, საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ფილიალების რაოდენობისა და ეროვნული ბანკის ბოლო შემოწმების თარიღის შესახებ ინფორმაციას.

2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, ბენეფიციარი მესაკუთრეების, დირექტორების, შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაციის ასახვისას მიეთითება საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მოქალაქეობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და რეგისტრაციის ქვეყანა).

3. საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალების არსებობის შემთხვევაში, მიეთითება მათი რაოდენობა და ადგილმდებარეობა (ქვეყნების ჩამონათვალი).

4. ველში „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ბოლო შემოწმების თარიღი“ აისახება ფულის გათეთრების კუთხით ადგილზე შემოწმების აქტის თარიღი.

5. ანგარიშგების №1 ფორმაში ინფორმაცია აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული ინფორმაციის მიხედვით.

მუხლი 6.   ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2)  

1. ანგარიშგების №2 ფორმა შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ანგარიშგების №2 ფორმაში უნდა აისახოს კლიენტთა  რაოდენობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მოცულობისა და რაოდენობის შესახებ ინფორმაცია.

2. ანგარიშგების №2 ფორმის შევსების მიზნით, საინვესტიციო ფონდმა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით.

3. სვეტი „სულ პირების რაოდენობა“ მოიცავს საინვესტიციო ფონდთან საანგარიშო პერიოდისთვის საქმიან ურთიერთობაში მყოფი კლიენტი იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. ანგარიშგების №2 ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

4. სვეტში „პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია იმ იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.

5. ანგარიშგების №2 ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია საინვესტიციო ფონდმა განახორციელა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“ შესაბამისად.

მუხლი 7. ინფორმაცია ელექტრონულად იდენტიფიცირებულ/ვერიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №3)

1. ანგარიშგების №3 ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია საინვესტიციო ფონდის მიერ განხორციელდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“ შესაბამისად.

2. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ანგარიშგების №3 ფორმაში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობისა და რაოდენობის შესახებ ინფორმაცია.

3. ანგარიშგების №3 ფორმის შევსების მიზნით, საინვესტიციო ფონდმა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით.

4. სვეტი „სულ პირების რაოდენობა“ მოიცავს საინვესტიციო ფონდთან საანგარიშო პერიოდისთვის საქმიან ურთიერთობაში მყოფი იმ კლიენტი იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, რომელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია საინვესტიციო ფონდმა განახორციელა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“ შესაბამისად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. ანგარიშგების №3 ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

5. სვეტში „პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია იმ იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.

მუხლი 8. ინფორმაცია პროდუქტების/ოპერაციების შესახებ (ფორმა №4)

1. ანგარიშგების №4 ფორმაში აისახება კლიენტების მიერ და კლიენტის სასარგებლოდ განხორციელებული გარკვეული კატეგორიის ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.

2. ველში „მთლიანი ბრუნვა“, აისახება კლიენტთა მიერ და მათ სასარგებლოდ განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის (მათ შორის, ანგარიშგების №4 ფორმაში მითითებული ოპერაციების) შესახებ ინფორმაცია.

3. საინვესტიციო ფონდის ერთეულების გამოსყიდვის შესახებ მონაცემების ასახვისას, ოპერაციების რაოდენობის ველში აისახება კლიენტის მიერ ერთეულის გამოსყიდვის ოპერაციების რაოდენობა, ხოლო ოპერაციების მოცულობის ველში, ერთეულის გამოსყიდვის ოპერაციების ჯამური მოცულობა.

4. მატერიალური ფორმით გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში (ე.წ. „Bearer shares“) ინვესტირების შესახებ მონაცემების ასახვისას, ოპერაციების რაოდენობის ველში აისახება საინვესტიციო ფონდის მიერ მატერიალური ფორმით გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა, ხოლო ოპერაციების მოცულობის ველში, ოპერაციების ჯამური მოცულობა.

5. ქვეფაქტორში „ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული არასაბირჟო გარიგებები“ აისახება ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების გაცვლის, ჩუქების, ასევე, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ, რომელიც არ განხორციელებულა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საფონდო ბირჟაზე, ასევე აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, სკანდინავიის ქვეყნებში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში (გარდა მალტის, ლუქსემბურგის და კვიპროსისა) და გაერთიანებულ სამეფოში (გარდა „ზღვისიქითა ტერიტორიებისა“ („British Overseas Territories“) ლიცენზირებულ/ავტორიზებულ საფონდო ბირჟაზე, ან ე.წ „ალტერნატიულ სავაჭრო მოედანზე“. ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული არასაბირჟო გარიგების შესახებ მონაცემების ასახვისას, ოპერაციის რაოდენობის ველში აღინიშნება საინვესტიციო ფონდის მიერ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული არასაბირჟო გარიგებების რაოდენობა, ხოლო ოპერაციების მოცულობის ველში, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული არასაბირჟო გარიგებების ჯამური მოცულობა.

6. ნაღდი ფორმით განხორციელებული ოპერაციები მოიცავს კლიენტების მიერ საინვესტიციო ფონდის სალაროში/სალაროდან, ასევე, საინვესტიციო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე/ანგარიშიდან ნაღდი ფორმით განთავსებულ/გატანილ თანხებს.

7. კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების/გარიგების შესახებ მონაცემების ასახვისას, ოპერაციების რაოდენობის ველში აისახება კლიენტის მიერ და კლიენტის სასარგებლოდ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების რაოდენობა, ხოლო ოპერაციების მოცულობის ველში, ოპერაციების ჯამური მოცულობა.

მუხლი 9. ინფორმაცია გეოგრაფიული არეალის მიხედვით განხორციელებული ოპერაციების შესახებ  (ფორმა №5)

1. ანგარიშგების №5 ფორმაში აისახება კლიენტების მიერ და მათ სასარგებლოდ  განხორციელებული აქტივების ჩარიცხვა-გადარიცხვის ოპერაციების შესახებ ინფორმაცია ქვეყნების მიხედვით.

2. ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აისახება შემდეგი წესით:

ა) ინფორმაცია არასაბირჟო გარიგებების შესახებ აისახება მიმღების/გამომგზავნის მომსახურე ფინანსური ინსტიტუტის ადგილმდებარეობის მიხედვით;

ბ) რეზიდენტი საბროკერო კომპანიის მეშვეობით საბირჟო გარიგების განხორციელებისას, ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აისახება საფონდო ბირჟის ადგილმდებარეობის შესაბამისად;

გ) ანგარიშგების №5 ფორმაში არ აისახება რეზიდენტ საბროკერო კომპანიასთან განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია;

დ) საინვესტიციო ფონდის მიერ არარეზიდენტი საბროკერო კომპანიის მეშვეობით ოპერაციების განხორციელებისას, ინფორმაცია აისახება საბროკერო კომპანიის  ადგილმდებარეობის შესაბამისად.

3. ველში - „ქვეყნები/ტერიტორიები, რომლებიც არ არის გამოყოფილი“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნების/ ტერიტორიების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ანგარიშგების №5 ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).

მუხლი 10. ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №6)

1. ანგარიშგების №6 ფორმა მოიცავს კლიენტების რაოდენობრივ მაჩვენებელს და მათ მიერ/მათ სასარგებლოდ როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციას.

2. ანგარიშგების №6 ფორმაში, სვეტში „იურიდიული პირები“ და „ფიზიკური პირები“, რეზიდენტობის მიხედვით, აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების რაოდენობის და განხორციელებული ოპერაციების მოცულობისა და რაოდენობის შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.

3. ანგარიშგების №6 ფორმაში, სვეტში „სულ ფიზიკური პირები“ და „სულ იურიდიული პირები“ აისახება რეზიდენტობის მიხედვით იმ კლიენტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქმიან ურთიერთობაში იმყოფებიან საინვესტიციო ფონდთან, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა მათ მიერ/მათ სასარგებლოდ ოპერაცია საანგარიშო პერიოდში. ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა საინვესტიციო ფონდთან.

4. ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ანგარიშგების №6 ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).

მუხლი 11. ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით, აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №7)

1. ანგარიშგების №7 ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია განხორციელდა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად.

2. ანგარიშგების №7 ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ ორგანიზაციის შესახებ (რეზიდენტობის ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური), რომელსაც დაეყრდნო საინვესტიციო ფონდი პირის იდენტიფიკაციისას, ასევე, ამ ფორმით იდენტიფიცირებული კლიენტების რაოდენობა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ მონაცემები.

3. კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. ანგარიშგების №7 ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეწყვიტეს ურთიერთობა საინვესტიციო ფონდთან.

მუხლი 12. ინფორმაცია მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №8)

1. ანგარიშგების №8 ფორმა მოიცავს მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე, ანგარიშის მქონე ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების რაოდენობისა და ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაციას.

2. ანგარიშის მქონე პირების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაციები. ანგარიშგების №8 ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას ანგარიშის მქონე იმ პირების შესახებ, რომელთა ანგარიშების დახურვაც განხორციელდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

3. AML/CFT კუთხით რეგულირებული პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ანგარიშვალდებულ პირებს, გარდა „ბ.ბ“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა.

4. სხვა პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს საკონსულტაციო, მარკეტინგული და სარეკლამო საქმიანობის განმახორციელებელ პირებს. ანგარიშგების №8 ფორმაში არ აისახება საპროექტო/საინჟინრო/არქიტექტურული საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია.

5. პროგრამული უზრუნველყოფის სერვისის მიმწოდებლების შესახებ ინფორმაცია მოიცავს პირებს, რომელთა საქმიანობას წარმოადგენს/რომელთა საქმიანობაში ფიქსირდება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება.

6. ლატარიის ორგანიზატორები, აზარტული ან მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორები მოიცავს კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება ლატარიის ბილეთების გაყიდვას, აზარტული თამაშობების ავტომატების ექსპლუატაციას, ვირტუალური აზარტული თამაშობების ვებგვერდების ექსპლუატაციას, ბუკმეკერობას და ფსონების დადების საქმიანობას, კაზინოების ფუნქციონირებას („მცურავი კაზინოების“ ჩათვლით).

7. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობა (წარმოება/რეალიზაცია) ასევე მოიცავს ძვირფასეულობის მაღაზიებს.

8. ანტიკვარულ ნივთებთან და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული საქმიანობა (რეალიზაცია) ასევე მოიცავს ანტიკვარიატისა და ხელოვნების ნიმუშების მაღაზიებს და აუქციონის მომწყობ პირებს.

9. ანგარიშგების №8 ფორმაში არ აისახება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის მომწყობი პირების შესახებ ინფორმაცია.

10. ანგარიშგების №8 ფორმაში არ აისახება რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომელთა საქმიანობასაც წარმოადგენს იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის/ტრანსპორტის (ნაწილების), ბირთვული რეაქტორების მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა, ასევე, ნედლი ნავთობის, ბუნებრივი აირის, ლითონის მადნების, ძვირფასი ქვების მოპოვება და ნავთობპროდუქტების წარმოება, გარდა მაღალი რისკის იურისდიქციებად ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისა.

11. ქიმიკატების და ქიმიური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების შესახებ ინფორმაცია მოიცავს ფეთქებადი ნივთიერებების, არაორგანული და ორგანული ძირითადი ქიმიკატების, სამრეწველო აირების ან/და აზოტის ნაერთების მწარმოებელ კომპანიებს. დეტალური კლასიფიკაცია მოცემულია სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ ბოლო რედაქციაში.

12. საქველმოქმედო ორგანიზაციებში ასეთი სტატუსის მქონე პირებთან ერთად აისახება ის პირებიც, რომელთაც საქმიანობის სფეროდ უფიქსირდებათ საქველმოქმედო საქმიანობა.

13. გრანტის გამცემი და გრანტის მიმღები ორგანიზაციები არ მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. გრანტის გამცემი ორგანიზაციები მოიცავს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, გარდა საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტისა. გრანტის მიმღებ ორგანიზაციებში იგულისხმება ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ და „თ“-ი1“ ქვეპუნქტებით  განსაზღვრული პირები.

14. საქველმოქმედო და გრანტის გამცემი/მიმღები ორგანიზაციები, ასევე სხვა ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, არ მოიცავს ადმინისტრაციულ ორგანოებს და მათ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს (თუ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 100%-ს შეადგენს, გარდა მაღალი რისკის იურისდიქციაში ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციებისა), უცხო ქვეყნის საელჩოებსა და საკონსულოებს, ავტორიტეტულ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებს (EBRD, WB, IMF და სხვა) და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს.

15. ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, მოიცავს ფონდებს, ფედერაციებს, ასოციაციებს და არ მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

16. ანგარიშგების №8 ფორმაში გათვალისწინებული სპორტული კლუბები მოიცავს საფეხბურთო, საკალათბურთო და სხვა მსგავსი ტიპის კლუბებს, გარდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსებისა.

17. ანგარიშგების №8 ფორმაში აისახება ინფორმაცია მხოლოდ არარეზიდენტი საინვესტიციო ფონდებისა და საინვესტიციო კომპანიების შესახებ.

18. ანგარიშგების №8 ფორმაში აისახება ინფორმაცია ჰოლდინგური კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა სხვა საწარმოების საქმიანობის მართვა ან კონტროლია.

19. ანგარიშგების №8 ფორმაში აისახება ინფორმაცია არარეზიდენტი აქტივების მმართველი  კომპანიების შესახებ.

20. ანგარიშგების №8 ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ სატრასტო სერვისის მიმწოდებელი კომპანიების შესახებ, რომელიც ფიზიკური ან იურიდიული პირის ინტერესებისათვის მოქმედებს როგორც ფიდუციარი, აგენტი ან მინდობილი მესაკუთრე (trustee) იმ მიზნით, რომ განახორციელოს აქტივების ადმინისტრირება, მართვა და შემდგომი გადაცემა ბენეფიციარისთვის.

21. კომპანიები სატრასტო სამართლებრივი ურთიერთობით მოიცავს პირებს, რომელთა მფლობელობის ან მმართველობის სტრუქტურაშიც გვხდება ისეთი სამართლებრივი სტრუქტურა (legal arrangement – (მაგ., trust, fideicomiso, treuhand, fiducie)), სადაც ფიქსირდება საკუთრების მიმნდობი (settlor), მინდობილი მესაკუთრე (trustee), ბენეფიციარი (beneficiary), ან/და სხვა პირები (protector და სხვა).

22. უძრავი ქონების აგენტი გულისხმობს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს და არ მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, ვინც მხოლოდ საკუთარ ქონებას გასცემს იჯარით.

23. ანგარიშგების №8 ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია სავაჭრო პლატფორმაზე ფასთა შორის სხვაობაზე კონტრაქტებით (ე.წ. CFD) და ბინარული ოფციონებით (Binary Options) ვაჭრობასთან და არ მოიცავს ინფორმაციას ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების შესახებ.  

24. ველში „კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები“ აისახება ინფორმაცია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების შესახებ. ასევე, იმ პირების შესახებ, რომელთა ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ვირტუალურ აქტივებთან.

25. მაღალშემოსავლიანი პირები (ე.წ. High-net-worth Individuals) მოიცავს ფიზიკურ პირებს, რომელთა ანგარიშებზე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა ბრუნვა მინიმუმ 1 000 000 ლარის ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტის ოდენობით.

26. ქეშ-ინტენსიური ბიზნესპროფილის მქონე კლიენტებში აისახება ინფორმაცია იმ იურიდიული პირების შესახებ, რომელთა ნაღდი ფორმით განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა საანგარიშო პერიოდში  1 000 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში მის  ეკვივალენტს აღემატება.

27. თუ პოლიტიკურად აქტიური პირი, ამავდროულად არის მაღალშემოსავლიანი პირი, ინფორმაცია აისახება ველში „პოლიტიკურად აქტიური პირები“.

28. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, აისახება როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ოპერაციის/გარიგების, ასევე კლიენტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.

29. იმ შემთხვევაში, თუ სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებაში, ოპერაციის/გარიგების მონაწილე მხარე არის ერთდროულად რამდენიმე კლიენტი, რაოდენობრივ მაჩვენებელში ფიქსირდება ყველა მათგანი, ხოლო ოპერაციების მოცულობაში, როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ოპერაციის/გარიგების, ასევე მათ მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში  განხორციელებული ოპერაციების  ჯამური მოცულობა.

30. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, არ აისახება ინფორმაცია კლიენტების შესახებ, რომლებიც ფიგურირებენ საეჭვო ოპერაციებში/გარიგებებში როგორც დაზარალებულნი (მაგალითად, თაღლითობის მსხვერპლი).

31. ოპერაციის/გარიგების დადების მცდელობის საეჭვო სტატუსით ანგარიშგების სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნის შემთხვევაში, ოპერაციების მოცულობაში აისახება როგორც ამ კონკრეტული ოპერაციის/გარიგების თანხა, ასევე ოპერაციის/გარიგების მონაწილე კლიენტ(ებ)ის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.

32. ანგარიშგების №8 ფორმაში აისახება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაცია.

33. კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული პირები არიან, არ მოიცავს ასეთ ზონებში რეგისტრირებულ პირებს.

34. ანგარიშგების №8 ფორმაში გათვალისწინებული კლიენტები, რომელთა მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში არსებობს ნომინალური მფლობელობის ელემენტი მოიცავს ისეთ პირებსაც, რომელთა სტრუქტურაში ნომინალური მფლობელობის ფაქტი არ არის დადასტურებული დოკუმენტურად, თუმცა საინვესტიციო ფონდს ამის შესახებ სხვაგვარად აქვს მოპოვებული ინფორმაცია.

35. ანგარიშგების №8 ფორმა მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტებზე, რომელთაც საინვესტიციო ფონდმა საანგარიშო პერიოდში შეუწყვიტა ან/და შეუჩერა მომსახურება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით იდენტიფიცირებული რისკის მატარებელი გარემოებების გამო. ოპერაციების მოცულობაში აისახება აღნიშნული პირების მიერ მომსახურების შეჩერებამდე/შეწყვეტამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობა.

36. კლიენტები, რომლებიც უშვებენ მატერიალურ ფასიან ქაღალდებს, მოიცავს ე.წ. „Bearer Shares“ გამომშვებ პირებს.

37. ანგარიშგების №8 ფორმაში რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონედ მიიჩნევა კომპანიები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრეების დადგენა საჭიროებს ვერტიკალურ ჭრილში ორი და მეტი იურიდიული პირის შესწავლას. საწარმოს ფილიალი ან/და წარმომადგენლობა არ განიხილება იურიდიულ პირად.

38. თუ კლიენტი ერთდროულად არის ანგარიშგების №8 ფორმით გათვალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ-ერთ ფაქტორში, რომელიც საინვესტიციო ფონდის შიდა პოლიტიკის თანახმად, უფრო მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით. გამონაკლისს წარმოადგენენ ფაქტორები „პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“, „თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული პირები“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირია“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირია“, „რეზიდენტი კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე არარეზიდენტი პირია“, „კლიენტები, რომელთა მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში არსებობს ნომინალური მფლობელობის ელემენტი“, „კლიენტები, რომელთაც შეუჩერდათ/შეუწყდათ მომსახურება“, „კლიენტები, რომლებიც უშვებენ მატერიალურ ფასიან ქაღალდებს“, „რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“, სადაც ქვეფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემები უნდა გამეორდეს, თუ კლიენტის მახასიათებლები შეესაბამება 2 ან მეტ ფაქტორს ერთდროულად. მაგალითად, თუ პროფესიული მომსახურების პროვაიდერი ამავდროულად არის რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე, ინფორმაცია აისახება ამ ორივე ფაქტორში.

39. თუ კლიენტის მახასიათებლები ერთდროულად შეესაბამება ამ მუხლის 38-ე პუნქტში ჩამოთვლილ ფაქტორებს, ინფორმაცია აღირიცხება ყველა მათგანში.

40. საინვესტიციო ფონდის მიერ ანგარიშგების №8 ფორმაში ასევე უნდა აისახოს მის მიერ საქმიანობის თუ სხვა კრიტერიუმების (გეოგრაფიული რისკი, ორგანიზაციული ფორმა და სხვა) მიხედვით, მომეტებული რისკის მატარებლად განსაზღვრული კლიენტების შესახებ ინფორმაცია, თუ კრიტერიუმი განსხვავდება ანგარიშგების №8 ფორმაში მოცემული ჩამონათვალისგან.

მუხლი 13. ინფორმაცია შუამავლების შესახებ (ფორმა №9)

1. ანგარიშგების №9 ფორმაში აისახება ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში საინვესტიციო ფონდთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი შუამავლების შესახებ, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია მათი მეშვეობით ან/და მათი დავალებით. ანგარიშგების №9 ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ შუამავლების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

2. ანგარიშგების №9 ფორმაში მიეთითება შუამავლის დასახელება, რეგისტრაციის ქვეყანა (რეგისტრაციის ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური), საქმიანი ურთიერთობის დამყარების თარიღი და შუამავალთან დაკავშირებული ოპერაციების მოცულობა.

მუხლი 14. სტატისტიკური ინფორმაცია სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების  შესახებ (ფორმა №10)

1. ანგარიშგების №10 ფორმა მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას.

2. საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ ინფორმაცია აისახება დიფერენცირებულად, იმის მითითებით, თუ რა ნიშნით მოხდა ანგარიშგების საეჭვო სტატუსით გაგზავნა.

მუხლი 15.  ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №11) 

1. ანგარიშგების №11 ფორმა მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას.

2. საინვესტიციო ფონდმა, ანგარიშგების №11 ფორმის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება ოპერაციების მონაწილე კლიენტების რეზიდენტობისა და ოპერაციების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით.

3. თუ ოპერაციების მხარეები არიან საინვესტიციო ფონდის კლიენტები, ანგარიშგების №11 ფორმაში აისახება ინფორმაცია ყველა მათგანის შესახებ (რეზიდენტობის შესაბამისად).

4. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი. ამასთან, მონაცემები უნდა აღირიცხოს ცალ-ცალკე ველებში საფუძვლების შესაბამისად.

მუხლი 16. ინფორმაცია სანქცირებული კლიენტებისა და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №12)

1. ანგარიშგების №12 ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც საანგარიშო პერიოდში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საფუძველზე, დაედო ყადაღა/განხორციელდა სახსრების გაყინვა (Asset Freezing).

2. ანგარიშგების №12 ფორმაში ცალკე, შესაბამის სვეტში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად დაედო ყადაღა.

3. ანგარიშგების №12 ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა გარიგებების აღსრულებაც შეჩერდა სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების საფუძველზე საანგარიშო პერიოდში.

4. ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ანგარიშგების №12 ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).

მუხლი 17. ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №13)

1. ანგარიშგების №13 ფორმაში აისახება ეროვნული ბანკის როგორც ადგილზე შემოწმების, ასევე დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად განსაზღვრული რეკომენდაციები  და მათი შესრულების მდგომარეობა.

2. ანგარიშგების №13 ანგარიშგების ფორმაში უნდა აისახოს თითოეული რეკომენდაცია, დადგენილი შესრულების ვადა, შესრულების მდგომარეობა, გატარებული ზომები და შესრულების თარიღი.

3. თითოეული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, ანგარიშგების №13 ფორმაში აღწერილი გატარებული ზომების შესახებ ინფორმაცია, გარკვევით უნდა ასახავდეს საინვესტიციო ფონდის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.

მუხლი 18. ინფორმაცია ინვესტიციების განხორციელების სფეროების შესახებ (ფორმა №14)

1. ანგარიშგების №14 ფორმაში აისახება ინფორმაცია საინვესტიციო ფონდის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ.

2. ანგარიშგების №14 ფორმაში მიეთითება სფეროს დასახელება, განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა და მათი მოცულობა.

მუხლი 19. ინფორმაცია რისკის მატარებელი პროდუქტების შესახებ (ფორმა №15)

1. ანგარიშგების №15 ფორმაში აისახება მხოლოდ იმ პროდუქტების, ასევე, მომსახურების მიწოდების საშუალებების (არხის) შესახებ ინფორმაცია, რომელიც საანგარიშო პერიოდში მიჩნეულია მომეტებული რისკის მატარებლად ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით (საწყისი რისკის გათვალისწინებით), მიუხედავად იმისა, თუ როდის დანერგა აღნიშნული პროდუქტი (მიწოდების არხი) საინვესტიციო ფონდმა.

2. ანგარიშგების №15 ფორმაში მითითებული ინფორმაცია გარკვევით უნდა ასახავდეს პროდუქტის/მიწოდების არხის აღწერილობას, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით არსებულ რისკებსა და საინვესტიციო ფონდის მიერ რისკების მიტიგაციის მიზნით განსაზღვრულ ზომებს.

3. ანგარიშგების №15 ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია პროდუქტის ბრუნვის/მიწოდების არხის საშუალებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ.

მუხლი 20. საინვესტიციო ფონდის მიერ დამატებით წარსადგენი ინფორმაცია

1. ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, კონტროლის სისტემის დისტანციური შეფასების მიზნით, საინვესტიციო ფონდი ეროვნულ ბანკს წარუდგენს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საინვესტიციო ფონდში არსებულ ყველა პოლიტიკა-პროცედურას და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა ხდება ამ წესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

3. პოლიტიკა-პროცედურები და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობა არ საჭიროებს საანგარიშო პერიოდების მიხედვით განმეორებით წარდგენას, თუ მასში არ არის განხორციელებული რაიმე სახის ცვლილება, ხოლო ცვლილების შემთხვევაში იგზავნება მხოლოდ განახლებული ინფორმაცია.

4. საინვესტიციო ფონდებიდან სხვა დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე.

5. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს კითხვარის სახით, რომლის ფორმას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.

მუხლი 21. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადები

1. საინვესტიციო ფონდი ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისათვის:

ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) – არაუგვიანეს 31 ივლისისა;

ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი – დეკემბერი) – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა.

2. ამ წესის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკა-პროცედურებს და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას საინვესტიციო ფონდი წარადგენს ანგარიშგებასთან ერთად.

3. კონკრეტული საინვესტიციო ფონდის ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, საინვესტიციო ფონდის მენეჯმენტში ან/და მფლობელობის/მმართველ სტრუქტურაში ცვლილებების, ასევე სხვა გარემოების გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს ანგარიშგების ან/და დამატებითი ინფორმაციის ვადაზე ადრე გამოთხოვა. ამასთან, ანგარიშგების/ინფორმაციის გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს საინვესტიციო ფონდის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ.

4. ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშგების უტყუარობის დადგენის მიზნით, საინვესტიციო ფონდი ვალდებულია იქონიოს სააღრიცხვო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშგებაში ასახული მონაცემების რეკონსტრუირებას.

მუხლი 22. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი

1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, საინვესტიციო ფონდი, ამ წესის 21-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში ანგარიშგებას ტვირთავს ,,AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე“ (შემდგომში – პორტალი).

2. ანგარიშგების ფორმა განთავსებულია პორტალზე.

3. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში. დაუშვებელია პორტალზე განთავსებული ანგარიშგების ფორმატისა და ფორმულების დარღვევა.

4. საინვესტიციო ფონდი ამ წესის 21-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, ეროვნულ ბანკს, პორტალის „მიმოწერის“ ფუნქციონალით წარუდგენს ასევე ამ წესის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

5. ამ წესის მე-20 მუხლით გათვალისწინებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საინვესტიციო ფონდში არსებული პოლიტიკა–პროცედურების, ასევე, პოლიტიკა-პროცედურებში შეტანილი ცვლილებების ეროვნული ბანკისთვის წარდგენა ხდება ქართულ ენაზე, ოფიციალურად ხელმოწერილი და სკანირებული დოკუმენტის სახით. თუ ორიგინალი დოკუმენტი შედგენილია უცხოურ ენაზე, ხელმოწერილ და სკანირებულ დოკუმენტთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტიც.

6. საინვესტიციო ფონდისგან დამოუკიდებელი მიზეზით, პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში, ანგარიშგების ან/და ამ წესის მე-20 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით ეროვნული ბანკისთვის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge.