საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 954
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი 31/12/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 12, 31/12/1993
ძალის დაკარგვის თარიღი 29/11/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
954
31/12/1993
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 12, 31/12/1993
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/1993 - 09/11/1996)

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება №954

1993 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 19 ივლისის № 558 დადგენილება.

საქართველოს რესპუბლიკის

პრემიერ-მინისტრი                                                                          ო. ფაცაცია

 

საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

დებულება

1. ზოგადი დებულებანი

1.1. საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში „სამინისტრო“) არის სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური ორგანო.

1.2. სამინისტრო ხელმძღვანელობს მინდობილ დარგს და პასუხს აგებს მისი მდგომარეობისა და განვითარებისათვის, სახელმწიფო დავალებების შესრულებისა და სისტემის წინაშე დასახული სხვა ამოცანების გადაწყვეტისათვის, ახორციელებს დარგში ერთიან სახელმწიფო სოციალურ პოლიტიკას და ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.

1.3. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებითა და ამ დებულებით. იგი თავის უფლებებს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის ორგანოებთან და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთკავშირში.

1.4. სამინისტრო არის იურიდიული პირი, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და სხვა ანგარიშები ბანკში, ბეჭედი საქართველოს რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით.

1.5. სამინისტროს აპარატის შენახვა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ცენტრალური აპარატის სტრუქტურას, მუშაკთა რიცხოვნობასა და მათი შესანახი ასიგნების ოდენობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

2. სამინისტროს მიზნები და ამოცანები

სამინისტროს ძირითადი მიზანი და ამოცანაა - შრომისა და დასაქმების სფეროში:

2.1. შრომის სახელმწიფო ბირჟის, დასაქმების სახელმწიფო ფონდის, მოსახლეობის პროფესიული ორიენტაციისა და ფსიქოლოგიური დაცვის რესპუბლიკური ცენტრის საქმიანობის კოორდინაცია.

2.2. მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის გასატარებლად დასაქმების რესპუბლიკური, რეგიონული და სხვა მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება, დასაქმების სისტემის რეგულირება.

2.3. დასაქმების სფეროში ნორმატიული აქტების შესამუშავებლად და მათში ცვლილებების, დამატებების შესატანად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება.

2.4. რესპუბლიკის შრომითი რესურსების რაციონალური დასაქმების უზრუნველსაყოფად შრომით რესურსების რეგისტრის შექმნა; პროფესიებზე მიმდინარე და პერსპექტიული მოთხოვნილების განსაზღვრა.

2.5. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დასაქმების და შრომითი რესურსების კრებსითი საპროგნოზო ბალანსების დამუშავება, უმუშევართა რიცხოვნობის მოსალოდნელი ცვლილებების პროგნოზირება.

2.6. დასაქმების სფეროში ინფორმაციული ბაზისა და ანგარიშგების სისტემის სრულყოფა.

2.7. კადრების მომზადებისა და გადამზადების რაციონალური სისტემის შექმნისათვის რეკომენდაციების შემუშავება.

ცხოვრების დონის რეგულირების სფეროში:

2.8. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსა და სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტთან ერთად მოსახლეობის ცხოვრების დონის შეფასება და მისი გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება  რეგიონების (ქალაქებისა და რაიონების) მიხედვით; მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად მოსახლეობის სოციალური დაცვის რეგიონული პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

2.9. შესაბამისი სამინისტროებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მონაწილეობით სხვადასხვა კატეგორიის მუშაკებისათვის დარგობრივი და პროფესიული ნიშნის მიხედვით მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტის შემუშავება.

2.10. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტთან ერთად მინიმალური ხელფასის დონის პერიოდული განსაზღვრა და მის დაცვაზე კონტროლის განხორციელება.

2.11. დარგობრივ სამინისტროებსა და შესაბამის უწყებებთან ერთად საბიუჯეტო სფეროს ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და უწყებების მუშაკთა შრომის ანაზღაურების პირობების სრულყოფის ღონისძიებების შემუშავება.

2.12. საკუთრების სხვადასხვა ფორმის არსებობის პირობებში, სოციალური ნორმატივების საშუალებით, შრომითი ურთიერთობებისა  და შრომის ანაზღაურების საკითხების რეგულირება.

2.13. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სახელმწიფო (ფიქსირებული) საცალო ფასებისა და მომსახურების ტარიფების დადგენა-რეგულირებაში მონაწილეობა.

2.14. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტთან ერთად, ინფლაციის პირობებში, მოსახლეობის ფულადი შემოსავლების რეგულირების მექანიზმის შემუშავება, განსაზღვრული სახეობის პროდუქტებზე ფასების ერთდროული, მკვეთრი ზრდის პირობებში კომპენსაციის მექანიზმის ამოქმედების ღონისძიებების შემუშავება, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესაბამისად მოსახლეობის ფულადი შემოსავლების წინადადებების შემუშავება.

სოციალური უზრუნველყოფის სფეროში:

2.15. მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფის განვითარების რესპუბლიკური პროგრამებისა და პროგნოზების შედგენა-შემუშავება, შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად მათი განხორციელება.

2.16. მოქალაქეებისათვის პენსიებისა და დახმარებების დანიშვნის, გადაანგარიშებისა და გაცემისას მოქმედი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების სწორად გამოყენების უზრუნველყოფა.

2.17. სოციალური უზრუნველყოფის დარგში საკანონმდებლო აქტების პროექტების, მეთოდური, ნორმატიული და ინსტრუქციული მასალების შემუშავება, მოწინავე გამოცდილების შესწავლა-განზოგადება, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიების საქმიანობის ანალიზი, მუშაობაში მეცნიერული მიღწევებისა და მეთოდების დანერგვა.

2.18. სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული მასალების ოპერატიული აღრიცხვა და სისტემატიზაცია.

2.19. პენსიონერების, ინვალიდებისა და მოსახლეობის სოციალურად დაუცველი სხვა ფენებისათვის სოციალურ-შრომითი რეალიზაციისა და დახმარების პროგრამის შემუშავება-განხორციელება.

2.20. ინვალიდთა სოციალური ადაპტაციის საკითხებზე საჭირო ღონისძიებების გასატარებლად რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროებთან, უწყებებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან ერთობლივი მუშაობის განხორციელება.

2.21. საცხოვრებელი სახლების, საყოფაცხოვრებო დანიშნულების, კულტურულ-სპორტული და სხვა ობიექტების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, საპროექტო სამუშაოების შესრულებისას, აგრეთვე ტრანსპორტის ექსპლუატაციის დროს ინვალიდთა საჭიროებისა და მოთხოვნების გათვალისწინების მიზნით შესაბამის სამინისტროებთან, კომიტეტებთან, დეპარტამენტებთან კონტაქტების დამყარება და სათანადო ღონისძიებების განხორციელება.

2.22. ომის ინვალიდებისა და მათთან გათანაბრებული პირების, აგრეთვე სამხედრო სამსახურისას დაინვალიდებული სხვა კატეგორიის მოქალაქეების მატერიალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურება, მათი ფსიქოლოგიური და სოციალური ადაპტაცია.

2.23. ინვალიდების პროფესიული სწავლებისა და შრომითი მოწყობის, აგრეთვე პენსიონერების, მარტოხელა დედების მატერიალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების გასაუმჯობესებლად საჭირო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება.

2.24.ინვალიდებისათვის საპროთეზო-ორთოპედიული დახმარების გაწევა, საპროთეზო-ორთოპედიული წარმოების  გაფართოება, კვლავაღჭურვა და ხელმძღვანელობის განხორციელება.

2.25. მოხუცებისა და ინვალიდების პანსიონატების ქსელის გაფართოება, ახალი პანსიონატების, მარტოხელა მოხუცებულებისა და ინვალიდების მოვლის, მათი მომსახურების ცენტრების აშენება და კეთილმოწყობა, ბინაზე სოციალური დახმარების სამსახურის შემდგომი გაფართოება-განვითარება.

2.26. სოციალური დახმარების რეგიონული სამსახურებისა და სხვა დაწესებულებების ბაზაზე მოხუცებისა და ინვალიდების ფასიანი მოვლის ორგანიზაცია, საშეფო დახმარებების გაფართოება, საოჯახო იჯარისა და მომსახურების ბრიგადული ფორმების დანერგვა.

2.27. საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მომუშავე ინვალიდების შრომის პირობების კონტროლი, სამედიცინო-სოციალური საექსპერტო კომისიის შრომითი რეკომენდაციების შესაბამისად მათი დასაქმებისადმი თვალყურის დევნება.

2.28. სოციალური უზრუნველყოფის ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, სათანადო თანამედროვე სამედიცინო ხელსაწყოებითა და აპარატურით, ინვენტარითა და გამოთვლითი ტექნიკით დაკომპლექტების, არსებულის რაციონალურად გამოყენების უზრუნველყოფა.

2.29. საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მუშაკთა სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე კონსულტაციების, საუბრების, ლექციებისა და სათანადო ახსნა-განმარტებითი მუშაობის ჩატარება.

ტელევიზიის, რადიომაუწყებლობისა და პრესის საშუალებით სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე კანონმდებლობის გაშუქება და მოსახლეობის ფართო ფენებისათვის გაცნობა.

2.30. სამინისტროსადმი დაქვემდებარებული საწარმოების, ორგანიზაციების მეთოდურ-პრაქტიკული დახმარება და მათი საქმიანობის სწორი ორგანიზაცია.

2.31. სამინისტროს სისტემაში არსებულ სასწავლო საწარმოებში ახალი, მოწინავე ტექნოლოგიის დანერგვა, საწარმოო პროცესების მექანიზაციისა და ავტომატიზაციის სრულყოფა, შრომის პირობების, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისა და მისი თვითღირებულების შემცირებისათვის სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება, გამომგონებლობისა და რაციონალიზაციის განვითარება.

2.32. დადგენილი წესით ინვალიდებისათვის ავტოტრანსპორტისა და გადაადგილების სხვა საშუალებების მიკუთვნებისა და გაცემის უზრუნველყოფა, მათი მომსახურების ხარჯების კომპენსაციის გაცემის ორგანიზაცია.

2.33. საქართველოს რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდთან, უსინათლოთა და ყრუთა საზოგადოებების გამგეობების პრეზიდიუმებთან, საქართველოს ღვთისშვილთა კავშირსა (ინვალიდთა ასოციაცია) და სხვა ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, სხვადასხვა ორგანიზაციის საქველმოქმედო განზრახულებათა კოორდინაცია.

2.34. ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურაში შემავალი სამინისტროს პროფილის სამსახურების (ქვედანაყოფების) საქმიანობისადმი საორგანიზაციო მეთოდური დახმარებისა და კონტროლის ორგანიზაცია;

დემოგრაფიის სფეროში:

2.35. ერთიანი დემოგრაფიული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.

2.36. ერთიანი დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელებისათვის სახელმწიფო და რეგიონული პროგრამების შემუშავება.

2.37. რესპუბლიკაში არსებული დემოგრაფიული პროცესების შესახებ ინფორმაციული ბანკის შექმნა.

2.38. განსაკუთრებით მწვავე დემოგრაფიული პრობლემების ანალიზი და რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების ინფორმირება შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენით.

2.39.  ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების მართვის მიზნით სათანადო ნორმატიული აქტების შესამუშავებლად და მათში ცვლილება-დამატებების შესატანად წინადადებების, რეკომენდაციების მომზადება.

2.40. დემოგრაფიული საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

მიგრაციის სფეროში:

2.41. საქართველოს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტთან ერთად მოსახლეობის იმიგრაციული, ემიგრაციული და შიდამიგრაციული პროცესების აღრიცხვა, მათი რეგულირებისა და მართვის მექანიზმების შემუშავება.

2.42. კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო გარემოებათა შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ახალ საცხოვრებელ ადგილებზე განსახლების, დამკვიდრებისა და ადაპტირებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.

2.43. რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმიგრანტთა სოციალური დაცვის მექანიზმის შემუშავება, მათი უფლებრივი გარანტიების დადგენა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

2.44. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად რესპუბლიკის საწარმოო ძალთა განვითარებისა და განლაგების პროგრამების შესაბამისად ქვეყნის შიგნით მიგრაციული პროცესების რეგულირება, შრომითი რესურსების მიზნობრივი გადაადგილების პროგრამების შემუშავება.

2.45. ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტთან ერთად რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ მცხოვრები და საქართველოში დაბრუნების მსურველი ქართული ოჯახების (რეპატრიანტების) საქართველოში ჩამოყვანასთან, დასახლებასა და შრომით მოწყობასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა, ამ მიზნით კონკრეტული წინადადებების შემუშავება.

2.46. ემიგრაციის, იმიგრაციისა და შიდამიგრაციის საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლი.

2.47. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან კავშირების დამყარება და თანამშრომლობა.

საგარეო ურთიერთობათა სფეროში:

2.48. საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირებისა და საქმიანი კონტაქტების დამყარება.

2.49. საზღვარგარეთისა და თანამეგობრობის ქვეყნების სოციალური პროფილის მქონე სამინისტროებსა და სამსახურებთან თანამშრომლობა, მათთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით საჭირო მასალების მომზადება.

2.50. სხვა ქვეყნების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მოძიება, სამინისტროს დარგობრივ სამმართველოებთან ერთად მათი დამუშავება და სამინისტროსთან არსებული ორგანიზაციებისათვის მიწოდება.

2.51. სოციალური დაცვის, შრომის, დასაქმების, მიგრაციისა და სხვა სოციალურ პრობლემებზე უცხოელ პარტნიორებთან წინასწარი მოლაპარაკების ორგანიზაცია, შესაბამისი ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების მომზადება-გაფორმება.

2.52. საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებით დასაქმებასთან დაკავშირებით კერძო ორგანიზაციების მიერ სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტაციის ექსპერტიზა და შესაბამისად, მათზე გასაცემი ლიცენზიების მომზადება.

შრომის დაცვის სფეროში:

2.53. რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ ყველა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში (საკუთრებისა და მეურნეობრიობის ფორმის მიუხედავად) შრომის კანონმდებლობის, შრომის დაცვის წესების, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების, სანიტარიული ნორმებისა და წესების, შრომის პირობებიდან გამომდინარე, შრომის ანაზღაურების, შეღავათების, კომპეტენციების გაცემაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება. შრომის დაცვის საკითხებზე არსებული სახელმწიფო ზედამხედველი და მაკონტროლებელი ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია და ამ სფეროში საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა.

2.54. საწარმოო დანიშნულების ახალი და რეკონსტრუირებული ობიექტების მიმღები კომისიების მუშაობაში მონაწილეობა და ამ ობიექტებზე, შრომის პირობებიდან გამომდინარე, შეღავათებისა და კომპენსაციების გაცემის საკითხების განსაზღვრა.

2.55. გამოვლენილი დარღვევების აღსაკვეთად სამინისტროების უწყებების, ორგანიზაციების, საწარმოების ხელმძღვანელობის შესასრულებლად სათანადო მიწერილობის გაკეთება, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სანქციების განხორციელება.

2.56. სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი პრობლემების წარმოჩენა, მათი გადაწყვეტისათვის შესაბამისი ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაცია, შრომის დაცვის სფეროში საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა.

3. სამინისტროს უფლება-მოვალეობანი

დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად სამინისტროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:

3.1. რესპუბლიკის ტერიტორიაზე გააკონტროლოს საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში (საკუთრებისა და მეურნეობრიობის ფორმის მიუხედავად) საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის, პარლამენტისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებების და სხვა ნორმატიული აქტების შესრულება.

საჭიროების შემთხვევაში, გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, დასვას საკითხი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წინაშე სათანადო რეაგირებისათვის.

3.2. მოსთხოვოს და მიიღოს სათანადო ინფორმაციები რესპუბლიკის საწარმოებთან, დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან, ქალაქებისა და რაიონების მმართველობის ორგანოებიდან კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.

3.3. პერიოდულად სრულყოს სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურა და შესაბამისი წინადადებები დასამტკიცებლად წარმოუდგინოს მინისტრთა კაბინეტს.

3.4. დასვას საკითხი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წინაშე თავის კომპეტენციაში შემავალ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით სხვა სამინისტროების, უწყებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით ერთობლივი კომისიების შექმნის შესახებ.

3.5. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წინაშე დასვას საკითხი საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ რესპუბლიკის სხვა რაიონებიდან მუშახელის შემოყვანასთან დაკავშირებული ღონისძიებების შეჩერების შესახებ, თუ ისინი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

3.6. გასცეს ლიცენზიები შრომითი მოწყობის კერძო დაწესებულებების შექმნაზე და საზღვარგარეთ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეების დროებით დასაქმებაზე.

3.7. დამოუკიდებლად აწარმოოს მოლაპარაკება, დადოს ხელშეკრულება როგორც რესპუბლიკის, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მიიღოს მათი წარმომადგენლები და საზღვარგარეთ მიავლინოს სამინისტროს თანამშრომლებს.

3.8. დასვას საკითხი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წინაშე მისი ფუნქციონირების განხორციელებისათვის საჭირო საწარმოების შექმნის, გარდაქმნისა და გაუქმების შესახებ, დაამტკიცოს მათი დებულებები.

3.9. ზემდგომ ორგანოებში დასვას საკითხები დაქვემდებარებული საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, სამინისტროს მიერ გასატარებელ ღონისძიებათა დაფინანსების შესახებ და გააკონტროლოს მათი ხარჯვის სისწორე, აწარმოოს სტატისტიკური, საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება სამინისტროს სისტემაში.

3.10. დადგენილი წესით (საკონტრაქტო საფუძველზე) დანიშნოს და გაათავისუფლოს დაქვემდებარებულ საწარმოთა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელები.

3.11. შევიდეს წინადადებებით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის გადასინჯვის ან ახლის მიღების თაობაზე, გამოსცეს კანონქვემდებარე აქტები და გააკონტროლოს მათი შესრულება.

3.12. საქართველოს რესპუბლიკისა და საზღვარგარეთის ქვეყნების საწარმოებთან, ორგანიზაციებიდან, დაწესებულებებიდან, მოქალაქეებიდან დადგენილი წესით მიიღოს მატერიალური, მათ შორის ფინანსური შემოწირულობანი.

3.13. განახორციელოს სათანადო ორგანიზაციული ღონისძიებები სამინისტროს სისტემის ყველა სამსახურის სამართლებრივი მომსახურებისათვის.

3.14. გამოაქვეყნოს ნორმატიული აქტები, სტატისტიკური ანგარიშების კრებულები, მეთოდური ბიულეტენები და სხვა ლიტერატურა. სამინისტროს აქვს ბეჭდვითი სიტყვის ორგანო.

4. სამინისტროს ხელმძღვანელობა

4.1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

მინისტრი პერსონალურად აგებს პასუხს სამინისტროზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებასა და მის წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტაზე. სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებს, მეთოდურ მითითებებს.

4.2. მინისტრს ჰყავს მოადგილეები. მათ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, რასაც ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. მინისტრის  მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს მინისტრი, რომელიც კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას.

4.3. შრომის სახელმწიფო ბირჟის, დასაქმების სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, რასაც შემდგომში ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

4.4. სამინისტროს აპარატის მუშაკებს, სამინისტროსთან არსებული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი ამტკიცებს სამინისტროს აპარატის საშტატო განრიგს, განსაზღვრავს ცენტრალური აპარატის მუშაკთა თანამდებობრივ სარგოებს დაწესებული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში, აგრეთვე მათი მატერიალური სტიმულირების წესს.

4.5. აუცილებლობის შემთხვევაში, მინისტრი გამოსცემს ბრძანებებს საქართველოს რესპუბლიკის სხვა სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად.

4.6. მინისტრის მოადგილეებს მათთვის მინიჭებული ფუნქციების ფარგლებში უფლება აქვთ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები. მინისტრის არყოფნის შემთხვევაში, სათანადო საფუძველზე, მის ფუნქციებს ახორციელებს ერთ-ერთი პირველი მოადგილე.

4.7. მინისტრი, მისი მოადგილეები, სამმართველოების, განყოფილებებისა და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები, სამინისტროსთან არსებული ორგანიზაციების ხელმძღვანელები პასუხს აგებენ თავიანთი  გადაწყვეტილებებისა და განკარგულებებისათვის.

5. სამინისტროს კოლეგია

5.1. სამინისტროში იქმნება კოლეგია. მის შემადგენლობაში შედიან: მინისტრი (კოლეგიის თავმჯდომარე), მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს აპარატის წამყვანი სტრუქტურული დანაყოფებისა და სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელი მუშაკები (საჭიროების მიხედვით). სამინისტროს კოლეგიის რაოდენობას განსაზღვრავს და მის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.

5.2. კოლეგიის სხდომის საქმისწარმოებასა და მის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ ღონისძიებებს ახორციელებს კოლეგიის მდივანი.

5.3. კოლეგია თავის სხდომებზე იხილავს სამინისტროს სამმართველოების, განყოფილებებისა და სხვა ქვედანაყოფების, სამინისტროსთან არსებული ორგანიზაციების მიერ გაწეული მუშაობის შედეგებს, აგრეთვე მინდობილი დარგის განვითარებისა და საქმიანობის კარდინალურ პრობლემებს.

5.4. კოლეგიის გადაწყვეტილებები ფორმდება მინისტრის ბრძანებით ან დადგენილებით, რომელთა შესრულება სავალდებულოა სისტემის ყველა საწარმო-დაწესებულებისათვის.

5.5. მინისტრსა და კოლეგიის წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, მინისტრი ახორციელებს თავის გადაწყვეტილებას. კოლეგიის წევრებს თავიანთი პოზიციის შესახებ შეუძლიათ აცნობონ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.

6. სამინისტროს გაუქმების, გარდაქმნის და დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

6.1. სამინისტროს გაუქმება ან გარდაქმნა ხდება დადგენილი წესის შესაბამისად.

6.2. საბაზრო ურთიერთობათა განვითარებასთან დაკავშირებით სამინისტროს ფუნქციების შეცვლისას საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს სამინისტროს დებულებაში შეაქვს ცვლილებები.