დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 32 |
დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/07/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/07/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.122.016733 |
|
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №40 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016701. 28/12/2023) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №1) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისათვის „ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტები, რომლებმაც 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო 100%-იანი გრანტი, 2024 წლის (იანვარი – ივლისი) განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ სტიპენდიას 200 ლარს. ასევე ის წარჩინებული პირველკურსელები რომლებიც 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვებენ სახელმწიფო სასწავლო 100%-იან გრანტს, 2024 წლის (ოქტომბერი – დეკემბერი) განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ სტიპენდიას 200 ლარს, 70%- იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში 150 ლარს, 50%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში 100 ლარს. დახმარების მიღების მიზნით ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, სახელმწიფო სასწავლო 100%-იანი ან 70%-იანი ან 50%-იანი გრანტის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია. თანხის ჩარიცხვა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილი საბანკო ანგარიშზე.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №1) მე-10 მუხლის 24-ე ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „24. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია სტაციონარიდან გამოწერამდე და დამადასტურებელ დოკუმენტად წარმოადგენს სტაციონარში დავალიანების დამადასტურებელ დოკუმენტს, თანხა აუნაზღაურდება იგივე წესით, წინასწარ წერილის გაცემის გარეშე, სტაციონარიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე; დავალიანების შემთხვევაში პაციენტმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა; დ) ანგარიშფაქტურა; ე) კალკულაცია; ვ) სტაციონარში არსებული ვალის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; თ) საჭიროების შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; დოკუმენტის წარმოდგენის ვადად პაციენტს განესაზღვროს არაუმეტეს 10 სამუშაო დღე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები