ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/08/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.136.016438
13
22/08/2024
ვებგვერდი, 23/08/2024
010250050.35.136.016438
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2024 წლის 22 აგვისტო

დაბა ხულო

 

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტისა და 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2
1. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:  
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 25 000 ლარი;  
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3 000 ლარი;  
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ)  სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებზე:  
დ.ა) სამორინის თამაშობებზე −  კვარტალში 250 000 ლარი; 
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი; 
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული  ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში  5 000 ლარი; 
ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 7 000 ლარი.
2. თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

 

მუხლი 3
მოსაკრებლების ანგარიშგება და გადახდა ხორციელდება  „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 4
შემოღებული მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხოს ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერენარ ბოლქვაძე