დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 305 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.160.016011 |
|
ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისს №239 დადგენილების შესაბამისად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2024 წლის 17 ივლისის MRDI N01/1334 წერილის გათვალისწინებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტერიტორიულ ერთეულში არსებულ ნეკრასოვის ქუჩას გადაერქვას სახელი და მიენიჭოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრის, ნეკრესის ეპარქიის – მიტროპოლიტი სერგის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე უსახელო ქუჩას მიენიჭოს – იმერეთის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 3. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელის მიმდებარედ არსებულ უსახელო ქუჩას მიენიჭოს ქართველი სასულიერო პირის და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის – მამა გაბრიელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტერიტორიულ ერთეულში არსებულ გურამ რჩეულიშვილის ქუჩის მიმდებარედ რეაბილიტირებულ უსახელო სკვერს მიენიჭოს დიდი ქართველი სასულიერო და სახელმწიფო მოღვაწის, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელის პირველი მფლობელის, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანის – გიორგი ჭყონდიდელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 5. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტერიტორიულ ერთეულში არსებულ ვასილი ჩაპაევის ქუჩას გადაერქვას სახელი და მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის - გიორგი ანწუხელიძის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 6. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 7. განკარგულება ინფორმაციისთვის გადაეგზავნოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 8. განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე. 9. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქალაქი რუსთავი, ბოსტან-ქალაქის №6), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბერიძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები