ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტისათვის - ხოტევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი ხოტევის მე-4 ქუჩისათვის, მე-4 ქუჩის I და II შესახვევებისა და მე-4 ქუჩის I, II და III ჩიხებისათვის დავით კობახიძის სახელის მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/07/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.117.016006
53
22/07/2024
ვებგვერდი, 25/07/2024
000000000.00.117.016006
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტისათვის - ხოტევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი ხოტევის მე-4 ქუჩისათვის, მე-4 ქუჩის I და II შესახვევებისა და მე-4 ქუჩის I, II და III ჩიხებისათვის დავით კობახიძის სახელის მინიჭების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა  №53

2024 წლის 22 ივლისი

ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე  გეოგრაფიული ობიექტისათვის  ხოტევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი ხოტევის მე-4 ქუჩისათვის, მე-4 ქუჩის I და II შესახვევებისა და მე-4 ქუჩის I, II და III ჩიხებისათვის დავით კობახიძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 01 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ შესაბამისად და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 26 ივნისის №42 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს  ხოტევის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ხოტევში მდებარე მე-4 ქუჩას, მე-4 ქუჩის I და II შესახვევებსა და მე-4 ქუჩის I, II და III ჩიხებს, მიენიჭოს დავით კობახიძის სახელი (რუკა თან ერთვის).

2.  ამ განკარგულების საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. ეს განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. ეს განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №13).

6. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                       ასლან საგანელიძე