„საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს №292 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 237
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 270000000.10.003.024631
237
23/07/2024
ვებგვერდი, 24/07/2024
270000000.10.003.024631
„საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს №292 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №237

2024 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს №292 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს  მთავრობის  2023  წლის  8  აგვისტოს №292 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/08/2023, 270000000.10.003.024125) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის“:

1. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სერტიფიცირების აუცილებელი წინაპირობაა საშუამავლო კომპანიის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში – რეგისტრირებული „დასაქმების სააგენტოების საქმიანობები“, კოდით: 78.10.9.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) არის შექმნილი სათანადო გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საშუამავლო კომპანიის სერტიფიცირების პროცედურების დაწყებამდე კომპანია ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და მოახდინოს მისი საქმიანობის რეგისტრაცია „დასაქმების სააგენტოს საქმიანობებად“, კოდით: 78.10.9.“.

3. მე-8 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სერტიფიკატის განაცხადის დახარვეზების საკითხზე.“.

4. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) სერტიფიკატის განაცხადის დახარვეზების შესახებ.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიცირების კომისიის მიერ მიღებულ იქნა სერტიფიკატის განაცხადის დახარვეზების შესახებ გადაწყვეტილება, სერტიფიკატის მაძიებელ/მფლობელ საშუამავლო კომპანიას განესაზღვრება არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადა კომისიის მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამ ვადის გასვლის შემდეგ სერტიფიცირების კომისია იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გადაწყვეტილებას.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიცირების კომისიის მიერ მიღებულ იქნა სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ან გაუქმდა გაცემული სერტიფიკატი, სერტიფიკატის მაძიებელ/მფლობელ საშუამავლო კომპანიას მიეცემა შესაძლებლობა, უარის თქმის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, ახალი განაცხადი გააკეთოს უარყოფითი დასკვნის მიღებიდან/ სერტიფიკატის გაუქმებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ.“.

5. მე-14 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საშუამავლო კომპანიის მიერ შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის გაუქმება (კოდი: 78.10.9);“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საშუამავლო კომპანიას, სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში, უფლება აქვს, სერტიფიცირების პროცედურების გასავლელად ხელახლა მიმართოს სამინისტროს სერტიფიკატის გაუქმებიდან არანაკლებ 1 თვის ვადის გასვლის შემდეგ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე