„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/07/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016585
19
23/07/2024
ვებგვერდი, 24/07/2024
010250050.35.161.016585
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 

  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2024 წლის 23 ივლისი

ქ. გარდაბანი

 

,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 29/12/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016564) და დადგენილებით დამტკიცებულ დანართში №2 „სადღესასწაულო საჩუქრების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი – 06 02 03):

ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სადღესასწაულო საჩუქრების პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები სოციალური ჯგუფებისთვის, „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარებისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) ინკლუზიურ განათლებაში ჩართული მოსწავლეებისთვის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლებისთვის, სადღესასწაულო დღეებში ნობათების (ტკბილეული, სურსათი, სასკოლო ნივთები და სხვა) გადაცემის პირობებსა და პროცედურებს.“;

ბ) დანართის მე-4 მუხლს დაემატოს მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის მქონე დაწყებითი საფეხურის (მე-6 კლასის ჩათვლით) მოსწავლეები;

13. სოციალურად დაუცველი (120 000 ქულის ჩათვლით) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთაც ჰყავთ სკოლის მოსწავლე (6-12 წლის ჩათვლით) შვილები;

14. დედ-მამით ობოლი ბავშვები (6-12 წლის ჩათვლით).“;

გ) დანართის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ახალი წელი:

ა) სოციალურად დაუცველ ოჯახები;

ბ) შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები (ეტლს მიჯაჭვული, ცერებრალური დამბლა, დაუნის სინდრომი, აუტიზმი, მხედველობადაქვეითებული);

გ) სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები;

დ) ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ ცენტრის ბავშვები;

ე) „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები;

ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარები;“;

დ) დანართის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. სასწავლო წლის დაწყება სკოლებში:

ა) სოციალურად დაუცველი (120 000 ქულის ჩათვლით) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთაც ჰყავთ სკოლის მოსწავლე (6-12 წლის ჩათვლით) შვილები;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის მქონე დაწყებითი საფეხურის (მე-6 კლასის ჩათვლით) მოსწავლეები;

გ) სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები;

დ) „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარები;

ე) დედ-მამით ობოლი ბავშვები (6-12 წლის ჩათვლით).“;

ე) დანართის მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. წერილი რესურს-ცენტრიდან ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის მქონე დაწყებითი საფეხურის (მე-6 კლასის ჩათვლით) მოსწავლეების რაოდენობის შესახებ (სკოლების მიხედვით) (მე-4 მუხლის მე-12 პუნქტის შემთხვევაში).“;

ვ) დანართის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. პროგრამის მე-4 მუხლის 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-12, მე-13, მე-14 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური სასაჩუქრე ნობათებს მოსარგებლეებზე გადასაცემად, მიღება-ჩაბარების აქტით, აბარებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ გედეხაური