დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 29 ივლისის №172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 159 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 19/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016344 |
|
„საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 29 ივლისის №172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ |
| მუხლი 1 |
„საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 29 ივლისის №172 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესში” (www.matsne.gov.ge, 01/08/2022წ., 310150000.54.066.016264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ,,შენიშვნა“ „3. ტექნიკური მომსახურების მართვის საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელო შემუშავებული უნდა იქნეს ამ წესის №6 დანართის შესაბამისად. შენიშვნა: ამ პუნქტის შესრულებისათვის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია AMC1 CAMO.A.300; AMC2 CAMO.A.300 და AMC3 CAMO.A.300.“ 2. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელო და აღიარებასთან დაკავშირებული დამატება, რომელიც შემუშავებული უნდა იყოს ამ წესის №7 დანართის შესაბამისად;“ 3. წესს დაემატოს №6 და №7 დანართები თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები