სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1/74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 22/07/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2024
სარეგისტრაციო კოდი
1/74
22/07/2024
ვებგვერდი, 23/07/2024
სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

განკარგულება №1/74

2024 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში არსებულ  მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადდეს კონკურსი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ მოსამართლის შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:

ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა  2 საშტატო ერთეული;

ბ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა  2 საშტატო ერთეული;

გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა  1 საშტატო ერთეული;

დ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა  1 საშტატო ერთეული;

ე) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია  3 საშტატო ერთეული;

ვ) თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგია  3 საშტატო ერთეული;

ზ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია  3 საშტატო ერთეული;

თ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია  3 საშტატო ერთეული.

2. სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების მოსამართლის 18 ვაკანსიაზე განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება 2024 წლის 23 ივლისიდან 13 აგვისტოს ჩათვლით.

3. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ მიეწოდოს საზოგადოებრივ მაუწყებელს და ყველა ეროვნულ მაუწყებელს.

 

საქართველოს იუსტიციის                                           ნიკოლოზ მარსაგიშვილი

უმაღლესი საბჭოს მდივანი