“საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკუირ განვითარების მინისტრის 2004 წლის 17 აგვისტოს №1-1/75 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

  • Word
“საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკუირ განვითარების მინისტრის 2004 წლის 17 აგვისტოს №1-1/75 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 1-1/1199
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 13/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 146, 19/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 310.000.000.22.024.007.934
  • Word
1-1/1199
13/12/2005
სსმ, 146, 19/12/2005
310.000.000.22.024.007.934
“საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკუირ განვითარების მინისტრის 2004 წლის 17 აგვისტოს №1-1/75 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.000.000.22.024.007.934

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1199

2005 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 17 აგვისტოს №1-1/75 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 17 აგვისტოს №1-1/75 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2004 წ. №91, მუხლი 786) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის უ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

უ) სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში დეპარტამენტისა და მისი ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგის, ხარჯთაღრიცხვის შედგენა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.”;

ბ) დებულების მე-5-17 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) დეპარტამენტის თავმჯდომარის აპარატი (სამმართველოს სტატუსით);

ბ) საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამმართველო;

გ) საავტომობილო გზების ტექნიკური პოლიტიკის სამმართველო;

დ) იურიდიული, კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ე) ეკონომიკისა და ფინანსების სამმართველო;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;

ზ) კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო საქმიანობის ორგანიზაციის სამმართველო;

თ) საერთო განყოფილება;

ი) მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების განყოფილება;

კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

ლ) სახელმწიფო კრედიტებისა და გრანტების მენეჯმენტის განყოფილება;

მ) სამეურნეო უზრუნველყოფისა და ქონების აღრიცხვიანობის განყოფილება.

    მუხლი 6. დეპარტამენტის თავმჯდომარის აპარატი

აპარატის ფუნქციებია:

ა) უზრუნველყოს დეპარტამენტის თავმჯდომარისა და ხელმძღვანელობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობა;

ბ) ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;

გ) დეპარტამენტში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი;

დ) დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივი უპასუხისმგებლობისა და გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და პროფილაქტიკა;

ე) დეპარტამენტის შიდა საქმიანობისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ გაცემული დავალებების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი;

ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის უშუალო დავალებათა შესრულება და მათთვის კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაწევა სახელმწიფო უსაფრთხოების, ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხოეთის საავტომობილო გზების სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის კოორდინაცია, სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებათა დაგეგმვა და მათი მომზადება;

თ) მუშაობა დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე.

    მუხლი 7. საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამმართველო

სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების განვითარების გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამების საფუძველზე მოვლა-შენახვის, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის და მშენებლობის ყოველწლიური და მრავალწლიანი პროგრამების შემუშავება და დამტკიცების შემდეგ, მათ შესრულებაზე მონიტორინგი და კონტროლი;

ბ) ყოველი თვის დასაწყისში დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ შესასრულებელი სამუშაოების გეგმების მომზადება და მათი დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

გ) ყოველი თვის ბოლოს, შესრულებული სამუშაოების მიღებაზე კონტრაქტით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი სამუშაოების დამტკიცებულ გეგმებთან და ხელშეკრულებებთან შესაბამისობის დადასტურება და შემდგომ მათი დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

დ) სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი და ყოველი თვის შესრულებების შემდგომ ანალიტიკური ინფორმაციის წარმოდგენა თითოეულ ობიექტზე არსებული ვითარების შესახებ;

ე) კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე;

ვ) მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება და მიღებული ინფორმაციის გამოყენება პერსპექტიული გეგმებისა და გზების განვითარების საკითხების დამუშავებისას;

ზ) გზებისა და მათი კუთვნილებების სათანადო საექსპლუატაციო მდგომარეობის სისტემატური კონტროლი;

თ) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების ქსელის სტატისტიკური მონაცემების მიღება, გადამუშავება და მათი სრულყოფა;

ი) საგანგებო სიტუაციების და სტიქიური მოვლენების პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავება, მათი სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინაცია;

კ) ექსტრემალურ პირობებში საავტომობილო გზებზე შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული ღონისძიებების შემუშავება, განხორციელება და ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმების განსაზღვრა;

ლ) თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურებთან საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად. დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოების მეშვეობით კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელება;

მ) შესაბამის რეგიონებში საავტომობილო გზების მდგომარეობის შესახებ და არსებული ვითარების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის;

ნ) ადგილობრივ თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, რეგიონში საავტომობილო გზების მდგომარეობისა და მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად განსახორციელებელ სამუშაოთა შესახებ წინადადებების დაყენება;

ო) საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან, შინაგან საქმეთა ადგილობრივ სამმართველოებთან და კონტრაქტორ ორგანიზაციებთან ერთად სტიქიური მოვლენებისა და მათი შედეგების შესახებ სათანადო აქტების სრულყოფილად და დროულად შედგენა.

    მუხლი 8. საავტომობილო გზების ტექნიკური პოლიტიკის სამმართველო

სამმართველოს ფუნქციებია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სავტომობილო გზებისა და მასზე არსებულ ხელოვნურ ნაგებობათა მოვლა-შენახვის, პერიოდული შეკეთების, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციასა და მშენებლობაში ახალი ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და მაღალეფექტური მასალების დანერგვა-გამოყენების საქმიანობის ხელშეწყობა და კონტროლი;

ბ) დარგში არსებული მიღწევების შესწავლა და განზოგადება; დარგის საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის პროექტების, ტექნიკურ-ეკონომიკური ნორმების, ნორმატივების, სტანდარტების, ინსტრუქციების, წესების შემუშავების უზრუნველყოფა;

გ) დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმებით, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, პერიოდული შეკეთების, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციის და მშენებლობის ობიექტების პროექტირების ყოველწლიური სატიტულო სიების მომზადება, მათი სწორი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების, ტექნიკური მახასიათებლების, ტერმინების და სხვათა მართლზომიერების გათვალისწინებით;

დ) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების, ხელოვნურ ნაგებობათა და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო ნაგებობების საინჟინრო პროექტების დამუშავებაზე შესაბამისი დავალებების მომზადება;

ე) საინჟინრო პროექტებში საპროექტო ორგანიზაციების მიერ საავტორო ზედამხედველობის საჭიროების განსაზ­ღვრა და მისი შესრულების კონტროლი;

ვ) წარმოდგენილი პროექტების განხილვა, ტექნიკური მონიტორინგის განხორციელება და ანალიზის ჩატარება;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით, პროექტებში გარემოსდაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა და განხილვა;

თ) საპროექტო დოკუმენტაციების განხილვისა და დამტკიცების მიზნით შესაბამისი სხდომების ორგანიზება;

ი) საინჟინრო პროექტების დამუშავებაზე დამკვეთის ფუნქციების განხორ­ციე­ლება და მათი შესრულების კონტროლი;

კ) მიღებული საინჟინრო პროექტების (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუ­მენ­ტაცია) შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან შეთანხმება და ექსპერტიზის ორგანიზაცია-უზრუნველყოფა;

ლ) საპროექტო-საკვლევაძიებო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ყოველწლიური გეგმების დამუშავება და მათი შესრულების კონტროლი;

მ) სახიდე გადასასვლელების და სხვა სპეციალური დანიშნულების საინჟინ­რო ნაგებობების დათვალიერება-გამოცდის ყოველწლიური გეგმების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი, მიღებული ანგარიშების მიხედვით შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ნ) პერიოდულად, არსებული წესების შესაბამისად, სახიდე გადასასვლელებისა და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო საინჟინრო ნაგებობების მდგომარეობის ვიზუალური დათვალიერება და შესაბამისი ანგარიშის წარდგენა.

    მუხლი 9. იურიდიული, კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო

სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კანონშემოქმედებით პროცესში მონაწლეობა, დეპარტამენტისათვის შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება, წარმოდგენილ პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების გაკეთება;

ბ) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტთან, შესაბამის სამინისტროებთან, სხვა უწყებებთან დეპარტამენტის ურთიერთობების კოორდინაციის უზრუნველყოფა;

გ) დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათი ექსპერტიზა და ვიზირება;

დ) ყველა ინსტანციის სასამართლოში დეპარტამენტის წარმომადგენლობა;

ე) დეპარტამენტის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა, შესაბამისი დასკვნების წარმოდგენა და ვიზირება;

ვ) დარგში ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების წინადადებების მომზადება;

ზ) დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფა სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტის მუშაკთა საკადრო დოკუმენტაციის შედგენა-შენახვა;

ი) მოხელეთა მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების, ცნობების სწორად შედგენისა და თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში წარდგენის ორგანიზაცია;

კ) დეპარტამენტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო ღონისძიებათა ორგანიზაცია;

ლ) საკონკურსო-საატესტაციო პროცესების შედეგების მიხედვით მოხელეთა რეზერვის შექმნა;

მ) შრომის წიგნაკების, პირადობის მოწმობების შეძენის, შენახვა-გაცემის, მათი აღრიცხვის, სწორი შევსების, დადგენილი საბუთების შექმნის, დაჯილდოებისა და წახალისების საკითხების ორგანიზაცია;

ნ) მოხელეთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხების ორგანიზაცია;

ო) მოხელეთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხთა ორგანიზაცია; დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტაციის ბეჭდით დამოწმება;

პ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საიდუმლო საქმეთა წარმოება და საიდუმლოების რეჟიმის დაცვის ორგანიზაცია;

ჟ) დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი უზრუნველყოფა.

    მუხლი 10. ეკონომიკისა და ფინანსების სამმართველო

სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საგზაო დარგის საბუღალტრო-ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი და მისი განვითარების მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზირების უზრუნველყოფა;

ბ) დარგის დაფინანსებისათვის განსაზღვრული საბიუჯეტო შემოსავლების მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი პრევენციული ზომების თაობაზე წინადადებების შემუშავება;

გ) დარგის რესტრუქტურიზაციისა და ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის პერიოდული ანალიზი და კორექტივების აუცილებლობისას შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

დ) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, პერიოდული შეკეთების, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციისა და მშენებლობისათვის მიღებული გრანტების, კრედიტების სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების და სხვა დაფინანსების წყაროებიდან მიღებული სახსრების ხარჯზე განხორციელებული სამუშაოების წლიური გეგმების მომზადება;

ე) დარგის საბუღალტრო-ეკონომიკური და საფინანსო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება და ნაერთი ანგარიშების წარდგენა შესაბამის ორგანოებში;

ვ) დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში ფასიანი გზების საფასურის ადმინისტრირება;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინდიკატური გეგმების პროექტების მომზადება, აგრეთვე წინადადებების შემუშავება დარგის ინსტიტუციონალური მოწყობის თაობაზე დეპარტამენტის ბუღალტერიის წარმოება მოქმედი დადგენილი წესების მიხედვით.

    მუხლი 11. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო

სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) დამტკიცებული სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად ტენდერის გამოცხადება;

გ) პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი წინადადებების სატენდერო კომისიაზე განსახილველად გატანა და შესაბამისი ოქმის შედგენა, საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი წინადადებების დეტალური შესწავლის მიზნით, მუშა ჯგუფების შექმნა;

დ) ტენდერის მონაწილეებისათვის ტენდერის შედეგების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტყობინებათა დაგზავნა;

ე) გამარჯვებული მიმწოდებლისათვის კონტრაქტის გასაფორმებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ვ) კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დაცვის კოორდინაციის განხორციელება და კვარტალური და წლიური ანგარიშების სამინისტროში და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ორგანიზაციული და პრაქტიკული სამუშაოების განხორციელება;

თ) შესასყიდი სამუშაოებისა და მომსახურებათა წლიური გეგმის შედგენა;

ი) ურთიერთობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან.

    მუხლი 12. კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო საქმიანობის ორგანიზაციის სამმართველო

სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საავტომობილო გზების დეპარტამენტის საინჟინრო კორპუსში განთავსებული კავშირგაბმულობის საშუალებების, კომპიუტერული სისტემებისა და გასამრავლებელი ტექნიკის (ქსეროქსი, პრინტერი) ექსპლუატაცია, განახლება და შემდგომი განვითარება;

ბ) დადგენილი წესების შესაბამისად, სასადგურო მოწყობილობების მოვლა-შენახვა, საკაბელო და სახაზო ქსელის, აგრეთვე კომპიუტერული ქსელის ტექნიკური ექსპლუატაციის ხარისხიანი უზრუნველყოფა;

გ) ტექნიკური ნორმების დაცვით კავშირგაბმულობის საშუალებათა, კომპიუტერული სისტემების და გასამრავლებელი ტექნიკის რეკონსტრუქცია-შეკეთება;

დ) საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქართველოს მასშტაბით განთავსებული კავშირგაბმულობის საშუალებების, საკაბელო და სახაზო მეურნეობის სტაციონარული და მოძრავი რადიოსადგურების, სასელექტორო კავშირების, სადემონსტრაციო საინფორმაციო ტაბლოსა და საავტომობილო გვირაბებზე საგადასახადო ამკრეფ პუნქტზე მოქმედი შლაგბაუმისა და ვიდეოტექნიკის კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ ექსპლუატაციის ზედამხედველობის უზრუნველყოფა;

ე) საავტომობილო გზების დეპარტამენტის კავშირგაბმულობის საკაბელო და სახაზო მეურნეობის დაცვით ზონაში კონკრეტული სამუშაოების წარმოების შეთანხმება;

ვ) კავშირგაბმულობის საკაბელო და სახაზო მეურნეობის მოვლა-შენახვის წესების დაცვის მიზნით, განმარტებითი ღონისძიებების გატარება, დეპარტამენტის კავშირგაბმულობის საშუალებების, კომპიუტერული და გასამრავლებელი ტექნიკის პასპორტიზაცია;

ზ) ელექტროკავშირგაბმულობის საშუალებების მუშაობის ანალიზი, კავშირგაბმულობის საშუალებათა კომპიუტერული სისტემის უსაფრთხო, უავარიო მუშაობისათვის ღონისძიებების შემუშავება და მათი პრაქტიკული განხორციელება;

თ) ტექნოლოგიური წარმოების და შრომის ორგანიზაციის გაუმჯობესება, ახალი ტექნიკის დანერგვა.

    მუხლი 13. საერთო განყოფილება

განყოფილების ფუნქციებია:

ა) აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმისწარმოების ორგანიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) შემოსული, გასაგზავნი, შიდა და სხვა დოკუმენტაციის (მოქალაქეთა განცხადებების, წინადადებებისა და საჩივრების) განხილვის უზრუნველყოფა;

გ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით ცალკეულ შემთხვევებში შესაბამის დოკუმენტებში მოყვანილი ფაქტების შემოწმება;

დ) შემოსული, გასაგზავნი, შიდა და სხვა დოკუმენტაციის შესაბამისი ადრესატისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;

ე) დოკუმენტაციისა და დავალებების შესაბამის ვადებში შესრულებისა და განყოფილებაში მათი დაბრუნების სისტემატური კონტროლი;

ვ) აპარატის საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და მეთოდური დახმარება;

ზ) აპარატის ნომენკლატურით გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადება და საუწყებო არქივში ჩაბარება;

თ) საარქივო მომსახურება დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის მოწყობა, საქმეთა გაფორმება, საქმეთა აღწერების შედგენა, დოკუმენტებისა და საქმეების გასანადგურებლად გამოყოფის შესახებ შესაბამისი აქტების მომზადება, დოკუმენტაციის საარქივო დამუშავება და საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში ჩაბარების ორგანიზაცია.

    მუხლი 14. მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების განყოფილება

განყოფილების ფუნქციებია:

ა) საავტომობილო გზების გასწვრივ მომსახურების ობიექტების, საცხოვრებელი სახლებისა და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსებაზე ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის შესაბამისი ტექნიკური პირობების მომზადება;

ბ) მეცნიერებისა და ტექნიკის იმ მიღწევათა დანერგვა, რომლებიც ხელს უწყობენ მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლებას;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან ერთად საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის დისლოკაციის პროექტების შეთანხმების პროცედურათა განხორციელება;

დ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების (გზების მიხედვით) აღრიცხვა, მათი წარმოშობის მიზეზებისა და პირობების ანალიზი, ავარიულობის თავიდან ასაცილებლად ზომების მიღება;

ე) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მონაცემების სისტემატური შედარება საპატრულო პოლიციის მონაცემებთან;

ვ) კონტრაქტორი ორგანიზაციებიდან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე სათანადო ინფორმაციის წარმოდგენის უზრუნველყოფა და მათი შეფასება;

ზ) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების გასწვრივ, სახიდე გადასასვლელებზე და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო ნაგებობებზე საჰაერო და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გატარებაზე და გზების საინჟინრო კომუნიკაციებით გადაკვეთებზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით შესაბამისი ტექნიკური პირობების გაცემა;

თ) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების გასწვრივ მომსახურების ობიექტების, საცხოვრებელი სახლების და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსებაზე მშენებლობისა და ტექნიკური პირობების გაცემა;

ი) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებთან მეო­რე­ხა­რისხოვანი მისასვლელი გზების მოწყობაზე შესაბამისი ტექნიკური პირობების გაცემა არსებული წესების შესაბამისად;

კ) არაგაბარიტული და მძიმეწონიანი (ზენორმატიული) ტვირთების გადაზიდვის მარშუტის შეთანხმება და შესაბამისი ტექნიკური პირობების გაცემა;

ლ) სამეცნიერო, საპროექტო და სხვა ორგანიზაციების მიერ მომზადებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

 მ) საგ­ზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკური მონაცემების, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაწეული მუშაობის ანალიზი და შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

ნ) საგზაო ნი­შ­ნებისა და ინდივიდუალური პროექტირების ფარების დამზადებაზე შესაბამის ორგანოებში განაცხადის წარდგენის უზრუნველყოფა;

ო) დამზადებულ საგზაო ნიშნებისა და ინდივიდუალური პროექტირების ფარების დისლოკაციის პროექტების განაცხადის შესაბამისად განაწილება.

    მუხლი 15. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება

განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში დეპარტამენტის მონაწილეობის შესახებ ადგილობრივი და უცხოური საინფორმაციო საშუალებებისათვის ობიექტური და ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება;

ბ) დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირთა პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ორგანიზება;

გ) დეპარტამენტის სახელით მიმდინარე სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების სათანადოდ გაშუქების მიზნით, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენელთა მოწვევა და მათთვის სამუშაო პირობების შექმნა;

დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით დეპარტამენტის მიერ შედგენილი განცხადებებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

ე) მსოფლიო საზოგადოებისათვის დეპარტამენტის საქმიანობის უკეთესად გაცნობის მიზნით, ინტერნეტის გლობალურ საერთაშორისო ქსელში შესაბამისი ელექტრონული გვერდის ინფორმაციული უზრუნველყოფა;

ვ) საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველყოფა;

ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის პრესის მიმოხილვის მომზადება; ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, დეპარტამენტის საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის გაცემის კოორდინაცია; დეპარტამენტში მოქალაქეთა მიღების ორგანიზება.

    მუხლი 16. სახელმწიფო კრედიტებისა და გრანტების მენეჯმენტის განყოფილება

განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან წინასწარი მოლაპარაკებების მომზადება საკრედიტო ხელშეკრულების შესახებ;

ბ) საკრედიტო ხელშეკრულების შემუშავება;

გ) ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება;

დ) მონიტორინგი კრედიტით ან გრანტის ხელშეკრულების მიხედვით მიმდინარე სამუშაოებზე;

ე) კრედიტის განმკარგველის (მისიის) მითითებების შესრულება და მიმდინარეობაზე კონტროლი;

ვ) კრედიტებისა და გრანტების არამიზნობრივად ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

    მუხლი 17. სამეურნეო უზრუნველყოფისა და ქონების აღრიცხვის განყოფილება

განყოფილების ფუნქციებია:

ა) დეპარტამენტის აპარატის მოხელეთათვის შრომის ნორმალური პირობების შექმნა (ინვენტარით, ავეჯით, საკანცელარიო და სხვა ნივთებით უზრუნველყოფა);

ბ) კონტროლი და პასუხისმგებლობა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე, შენობის მოვლა-შენახვაზე, სანიტარიული მდგომარეობის დაცვაზე;

გ) კონტროლის დაწესება განათების, გათბობის, წყლის, სხვა დანადგარების შეუფერხებელ მუშაობაზე; დეპარტამენტის აპარატისათვის გამოყოფილი სამეურნეო სახსრების მიზნობრივი ხარჯვა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით;

დ) ავეჯისა და სხვა სამეურნეო ინვენტარის შეძენა;

ე) ფასეულობების აღრიცხვა და დეპარტამენტის ბალანსზე რიცხულ სამეურნეო ინვენტარზე, სატრანსპორტო საშუალებებსა და აპარატის საქმიანობისათვის განკუთვნილ ფასეულობებზე მატერიალური პასუხისმგებლობა;

ვ) სამსახურებრივი ავტომანქანების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ზ) მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის უზრუნველყოფა;

თ) დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ქონების ინვენტარიზაცია და მათ მდგომარეობაზე კონტროლი.”.

    მუხლი 2

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე

ნ. თურნავა