„საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 30 დეკემბრის №302 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 160
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 19/07/2024
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016345
160
19/07/2024
ვებგვერდი, 23/07/2024
310150000.54.066.016345
„საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 30 დეკემბრის №302 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №160

2024 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

„საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 30 დეკემბრის №302 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 30 დეკემბრის №302 ბრძანებით დამტკიცებულ „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესში“ (www.matsne.gov.ge, 03.01.2021 წ., 310150000.54.066.016245) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი და ,,შენიშვნა“:

,,4. ტექნიკური მომსახურების საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელო შემუშავებული უნდა იქნეს ამ წესის №8 დანართის შესაბამისად.

შენიშვნა: ამ პუნქტის შესრულებისათვის სახელმძღვანელო მასალა  მოცემულია  AMC145.A.70-ში.“.

2. წესს დაემატოს დანართი №8 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი