„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4387-XVრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 310150000.05.001.102337
4387-XVრს-Xმპ
19/07/2024
ვებგვერდი, 30/07/2024
310150000.05.001.102337
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დაუსახლებელ პუნქტში ჩერდება ან დგას, შესაძლებლობის ფარგლებში სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ პუნქტში აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ველობილიკზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლზე (გარდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მიმართ დაშვებული გამონაკლისისა, როდესაც ამ კატეგორიის ტაქსი ან/და მოტოციკლი (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედი (გარდა სამთვლიანისა) აღნიშნულ ზოლს მოძრაობისთვის ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომისთვის გამოიყენებს), ქვეითთა ბილიკზე, ტროტუარზე (თუ არ არის 7.4 საგზაო ნიშანი შესაბამისი საგზაო მონიშვნით ან/და 7.20.6 საგზაო ნიშანი (ეს ნიშანი შეიძლება იყოს საგზაო მონიშვნის გარეშე)) ან გზისპირზე.“.

2. 41-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2, 5.14 და 5.41 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისისა. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე აღნიშნული ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისას და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას ან/და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ან/და დაშვებული შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობას.

4. გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2, 5.14 და 5.41 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლია, შესაძლებელია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ან/და დაშვებული შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობა ან/და გაჩერება (გარდა 5.16 საგზაო ნიშნითა და 1.17 საგზაო მონიშვნით აღნიშნული ადგილისა) მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომის მიზნით, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მიერ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლის („BUS LANE“) მონიშვნის უწყვეტი ხაზის გადაკვეთა აკრძალულია.“.

3. კანონის:

ა) №1 დანართის:

ა.ა) მე-5 პუნქტის („განსაკუთრებული მითითებების ნიშნები“):

ა.ა.ა) 5.39 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.39. „სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის აკრძალვის ზონა“ − აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც აკრძალულია M3, N2, N3 და T კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების (მასის მითითებით) მოძრაობა ამ ნიშანზე მითითებულ დროსა და დღეს (დღეებში).

შენიშვნა: 5.39 ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ გამონაკლისებზე.“;

ა.ა.ბ) 5.40 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5.41 და 5.41.1 პუნქტები:

„5.41. „მოტოციკლისთვის (გარდა სამთვლიანისა) და მოპედისთვის (გარდა სამთვლიანისა) განკუთვნილი მოძრაობის ზოლი“ − სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლი, რომელზედაც მოტოციკლი (გარდა სამთვლიანისა) და მოპედი (გარდა სამთვლიანისა) გადაადგილდებიან.

5.41.1. „ტაქსისთვის (M1 კატეგორია), მოტოციკლისთვის (გარდა სამთვლიანისა) და მოპედისთვის (გარდა სამთვლიანისა) განკუთვნილი მოძრაობის ზოლი“ – გზა, რომელზედაც ტაქსი (M1 კატეგორია), მოტოციკლი (გარდა სამთვლიანისა) და მოპედი (გარდა სამთვლიანისა) სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობენ და რომელიც იმავდროულად 5.14 საგზაო ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლია. 5.41.1 საგზაო ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. 5.41.1 საგზაო ნიშანი არ ავალდებულებს ტაქსის (M1 კატეგორია), მოტოციკლს (გარდა სამთვლიანისა) და მოპედს (გარდა სამთვლიანისა), მხოლოდ ამ ზოლზე იმოძრაონ. აკრძალულია მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) განსაზღვრულ დროსა და დღეს (დღეებში) მოძრაობა (მისი (მათი) არსებობის შემთხვევაში).“;

ა.ბ) მე-7 პუნქტს („საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები“) დაემატოს შემდეგი შინაარსის 7.20.6 პუნქტი:

„7.20.6. „მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) დგომის ადგილი“ − ადგილი, რომელიც მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) დგომისთვისაა განკუთვნილი.“;

ა.გ) „საგზაო ნიშნების“:

ა.გ.ა) მე-5 პუნქტს („განსაკუთრებული მითითებების ნიშნები“) დაემატოს განსაკუთრებული მითითებების შემდეგი ნიშნები:

  „

 

5.41

მოტოციკლისთვის (გარდა სამთვლიანისა) და მოპედისთვის (გარდა სამთვლიანისა) განკუთვნილი მოძრაობის ზოლი

 

5.41.1

ტაქსისთვის (M1 კატეგორია), მოტოციკლისთვის (გარდა სამთვლიანისა) და მოპედისთვის (გარდა სამთვლიანისა) განკუთვნილი მოძრაობის ზოლი“;

 

  ა.გ.ბ) მე-7 პუნქტს („საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები“) დაემატოს შემდეგი საგზაო ნიშანი:

  „

7.20.6

მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) დგომის ადგილი“;

  ბ) №2 დანართის პირველი პუნქტის („ჰორიზონტალური მონიშვნები“):

  ბ.ა) 1.25 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.26 და 1.27 პუნქტები:

  „1.26. აღნიშნავს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) გადაადგილების უფლებას. ეს საგზაო მონიშვნა შეიძლება იყოს 5.41.1 საგზაო ნიშნის გარეშე.

  1.27. აღნიშნავს ველოსიპედის გზის სავალ ნაწილს.“;

  ბ.ბ) საგზაო მონიშვნებს დაემატოს შემდეგი ჰორიზონტალური მონიშვნები:

  „

1.26

 

1.27

                                                                                                                                                                           “.

 

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

19 ივლისი 2024 წ.

N4387-XVრს-Xმპ