ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მახათას აღმართთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის ხელოვნებათმცოდნე ნადია შალუტაშვილის და მთამსვლელის, გეოგრაფ მარინე უთმელიძის სახელების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 384
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/07/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016889
384
12/07/2024
ვებგვერდი, 19/07/2024
000000000.00.101.016889
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მახათას აღმართთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის ხელოვნებათმცოდნე ნადია შალუტაშვილის და მთამსვლელის, გეოგრაფ მარინე უთმელიძის სახელების მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №384

2024 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

 ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მახათას აღმართთან მდებარე ორი უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის ხელოვნებათმცოდნე ნადია შალუტაშვილის და მთამსვლელის, გეოგრაფ მარინე უთმელიძის სახელების მინიჭების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ჩუღურეთის რაიონში, მახათას აღმართთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს ხელოვნებათმცოდნე ნადია შალუტაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ჩუღურეთის რაიონში, მახათას აღმართთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ერთ შესახვევს მიენიჭოს მთამსვლელის, გეოგრაფ მარინე უთმელიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

4. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე          გიორგი ტყემალაძე