„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 18/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.009.016708
24
18/07/2024
ვებგვერდი, 22/07/2024
300380000.16.009.016708
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №24

2024 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილების (სსმ, III, 16.07.2009, №87, მუხ. 933; სარეგისტრაციო კოდი: 300.380.000.16.009.013.285):

1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) 71 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 71. მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემები

1. ეს მუხლი განსაზღვრავს ჭკვიანი აღრიცხვის სისტემების (მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველის) მოწყობის პირობასა და პროცედურებს.

2. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მომხმარებელთან ან/და კომისიასთან შეთანხმებით დანერგოს მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის ტექნოლოგიები.

3. ჭკვიანი აღრიცხვის სისტემის  (მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველის) კატეგორიას განეკუთვნება ის მრიცხველები, რომლებსაც გააჩნიათ შესაძლებლობა დაამყარონ ორმხრივი ელექტრონული კომუნიკაცია ამ მუხლის მე-12-მე-13 პუნქტების შესაბამისად და ხელი შეუწყონ მომხმარებლის ენერგომოხმარების ოპტიმიზაციას.

4. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მოთხოვნით წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს.

5. დაბალი წნევის 0-10 კუბ.მ/სთ სიმძლავრის მომხმარებელი უფლებამოსილია, არსებული აღრიცხვის კვანძის ნაცვლად, განაწილების ლიცენზიატს მოსთხოვოს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეუძლებელია სისტემის ოპერატორის მიერ ჭკვიანი აღრიცხვის სისტემით აღრიცხვის მონაცემების დისტანციურად გადაცემა).

6. წესებით განსაზღვრული, ჭკვიანი მრიცხველი ყველა თვითმმართველ ქალაქში უნდა მოეწყოს 2024 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ შეტანილ განაცხადებზე, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში – 2025 წლის 1 ივლისის შემდგომ შეტანილ განაცხადებზე:

ა) ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთებას, ასევე ჭკვიანი მრიცხველით გამრიცხველიანებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული ობიექტის  გაყოფის  შემთხვევაში.

7. გამანაწილებელ ქსელზე საშუალო წნევის ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია საშუალო წნევის ახალ მომხმარებელთან მოაწყოს ჭკვიანი მრიცხველი.

8. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური განსაზღვრულია დანართი №4-ით.

9. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია განაცხადის  წარდგენამდე  წინასწარ გადაიხადოს ჭკვიანი მრიცხველის საფასურის 50 პროცენტი. დარჩენილი თანხის გადახდა  მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის თარიღიდან 10 დღის განმავლობაში.

10. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის  ქვითარში.

11. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განათავსოს საკუთარ ვებგვერდზე ინფორმაცია და ტექნიკური მახასიათებლები იმ ჭკვიანი მრიცხველის შესახებ, რომლებსაც სთავაზობს მომხმარებლებს.

12. ჭკვიან აღრიცხვის სისტემას (მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველს) უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური შესაძლებლობები:

ა) ფაქტობრივი მოხმარების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გადაცემა;

ბ) კომუნიკაციის ინტერფეისი, მათ შორის, დისტანციურად;

გ) აღრიცხული მონაცემების წაკითხვა განახორციელოს არანაკლებ 24 საათში ერთხელ;

დ) აღჭურვილი იყოს ზუსტი მერიდიანული დროის სისტემით და შესაბამისი ელექტროკვების წყაროთი (ელემენტით);

ე) გააჩნდეს მონაცემების უსაფრთხო და დაცული არხებით გადაცემის ფუნქცია;

ვ) გააჩნდეს არასანქცირებული ჩარევის დადგენის ფუნქცია.

13. ჭკვიანი აღრიცხვის სისტემა დისტანციურად უნდა გადასცემდეს აღრიცხვის (გაზომვის) მონაცემებს განაწილების ლიცენზიატს, რომლის უზრუნველყოფაზეც განაწილების ლიცენზიატი თავადაა პასუხისმგებელი. ამასთან, წაკითხული მონაცემების გადაცემა უნდა განხორციელდეს მინიმუმ 7 დღეში ერთხელ, ხოლო ბუნებრივი გაზის ბირჟის ჩამოყალიბებისა და ამოქმედების შემდგომ – 24 საათში ერთხელ.

14. ბუნებრივი გაზის რაოდენობის ჭკვიანი აღრიცხვის სისტემით (მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველით) აღრიცხვის შემთხვევაში, შესაბამის მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დისტანციურ რეჟიმში, განაწილების ლიცენზიატის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე მიიღოს ინფორმაცია:

ა) ფაქტობრივი მოხმარების შესახებ;

ბ) ბუნებრივი გაზის საფასურის შესახებ;

გ) ნორმაზე მეტი მოხმარების და აღრიცხვის მოშლის   შესახებ (პერიოდის მითითებით);

დ) სხვა ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის მე-12 პუნქტით და მოთხოვნილია მომხმარებლის მიერ.

15. ჭკვიანი აღრიცხვის სისტემების შემადგენლობაში შედის:

ა) მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის მოწყობილობები;

ბ) საკომუნიკაციო მოწყობილობები და ქსელები;

გ) ბუნებრივი გაზის გაზომვის მოწყობილობები;

დ) შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები.

16. ჭკვიანი აღრიცხვის სისტემები ბუნებრივი გაზის აღრიცხვის მონაცემებს იღებს:

ა) მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის მოწყობილობებისგან;

ბ) ბუნებრივი გაზის გაზომვის მოწყობილობებიდან.“;

ბ) მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირს, მის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობისას, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად. ამასთან, თუ ამ დროებითი მფლობელის რეგისტრაცია იწვევს იმ აბონენტის რეგისტრაციის გაუქმებას, რომელსაც გადასახდელი აქვს თანხა და შეუძლებელია აღნიშნული თანხის სხვა მისამართზე გადატანა წესების მე-15 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ პირის მიერ მის დეპოზიტზე თანხის შეტანა წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ასევე, შეწყვიტოს განწილვადების ხელშეკრულება (მ.შ. მიერთების საფასურის) და მოითხოვოს არსებული მომხმარებლისგან დარჩენილი თანხის სრულად გადახდა. საბოლოო ანგარიშსწორებისას, დარიცხული დავალიანების (მ.შ. მიერთების საფასურის) გადაუხდელობის ან დაფარვის პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს განმცხადებელს უარი განუცხადოს აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციაზე).“;

გ) 191 მუხლის:

გ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი განცხადების დამტკიცების ან ხარვეზის შესახებ გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებით (განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე). ხარვეზის დადგენის შემთხვევაში ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს ხარვეზის დადგენის მიზეზების შესახებ მოკლე ინფორმაციას. თუ 10 სამუშაო დღეში მიერთების მსურველს არ ეცნობება პასუხი, განაცხადი დამტკიცებულად ჩაითვლება და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება განახორციელოს ამ წესების მე-19 და 19​1 მუხლით გათვალისწინებული პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიერთება არ არის მოთხოვნილი კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის განაცხადით.“;

გ.ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში ხარვეზის დადგენის საფუძველი შეიძლება ასევე იყოს:

ა)  ქსელზე ერთი ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში მიერთებისთვის ასაშენებელი ქსელის, მათ შორის, მრიცხველის განთავსება არ არის უსაფრთხო, რადგანაც არ არსებობს მისაერთებელ ობიექტთან ან მის მიმდებარედ მუდმივი განთავსების შენობა-ნაგებობა (რომლის სიახლოვესაც ქსელი, მათ შორის, მრიცხველი შესაძლოა განთავსდეს) და ამასთანავე მისაერთებელი ობიექტის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა ან არ მიმდინარეობს;

ბ) მოთხოვნილ მიერთებაზე შეუძლებელია სისტემის ოპერატორის მიერ ჭკვიანი აღრიცხვის სისტემით აღრიცხვის მონაცემების დისტანციურად გადაცემა – ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება შესაძლებელია განხორციელდეს განაცხადის ხელახლა წარდგენის საფუძველზე, ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის გარეშე.“;

გ.გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ახალი მომხმარებლის მიერ „გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის“ ან „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის“ განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან/და განაწილების ლიცენზიატთან მიერთების საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში და იმოქმედოს ამ წესების მე-10 მუხლის შესაბამისად. ამასთან, თუ მიერთების საფასურის განწილვადებით გადახდაზე შეთანხმებით გათვალისწინებულ თვიურ გადასახდელს სამჯერ არ გადაიხდის სრულად ან/და დროულად, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს შეწყვიტოს განწილვადების ხელშეკრულება და მოითხოვოს დარჩენილი თანხის სრულად გადახდა ამ წესების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში,  განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გადასახდელის ორჯერ გადაუხდელობის, ან/და ვადაგადაცილებით გადახდის დაფიქსირების შემდეგ, მომხმარებელს გაუგზავნოს წინასწარი შეტყობინება გადახდის პირობის მესამედ დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. წინასწარი შეტყობინების გაგზავნაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განაწილების ლიცენზიატს.“;

დ) 191 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 192 მუხლი:

„მუხლი 192. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმება

1. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, კომისიის თანხმობით, გააუქმოს ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადი, მხოლოდ შემდეგ მოცემულ შემთხვევებში:

ა) თუ განაწილების ლიცენზიატის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოთხოვნილი მიერთების შესრულება აშკარად შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურად შესრულების შეუძლებლობიდან გამომდინარე;

ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომისიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება მიერთების განაცხადის გაუქმების შესახებ, განაწილების ლიცენზიატთან კვლავ შევიდა განაცხადი ამ ობიექტის ქსელზე მიერთების მოთხოვნით  და კვლავ არსებობს აღნიშნული განაცხადის გაუქმების საფუძველი ან გამომწვევი გარემოება. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმება ძალაში შედის კომისიის თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე. აღნიშნული განაცხადის გაუქმება იწვევს ამ ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის ბათილობას.

2. განაწილების ლიცენზიატმა შეიძლება მიმართოს კომისიას განაცხადის გაუქმების საფუძვლის შესწავლის მოთხოვნით, მხოლოდ ამ მუხლის პირველ პუნქტში  მოცემული გარემოების არსებობის შემთხვევაში. სისტემის ოპერატორმა აღნიშნულ განცხადებას თან უნდა დაურთოს სამუშაოების განხორციელებისა და მოთხოვნილი მიერთების განხორციელების მცდელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურად შესრულების შეუძლებლობის სათანადო დასაბუთებასთან ერთად. აღნიშნული განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად ასევე  უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს).

3. კომისია, განაწილების ლიცენზიატის განცხადებას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმების საფუძვლის შესწავლის მოთხოვნაზე, განიხილავს საჯარო სხდომაზე და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას განაცხადის გაუქმებაზე დათანხმების ან უარის შესახებ.

4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუბრუნოს მომხმარებელს გადახდილი მიერთების საფასური, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმებაზე კომისიის თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“.

ე) მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი ტექსტური შეტყობინებით (განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე). ხარვეზის დადგენის შემთხვევაში ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს ხარვეზის დადგენის მიზეზების შესახებ მოკლე ინფორმაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.“.

2. დადგენილების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური“ (დანართი №4) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №4

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური

1. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური:

მომხმარებლის წნევის საფეხური

სიმძლავრეკუბ./სთ

აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის ვადა (სამუშაო დღე)

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის  მოწყობისა და შეჭრის საფასური (ლარი, დღგ-ის ჩათვლით)

ჭკვიანი მრიცხველი

მრიცხველი

დაბალი წნევა

0-6

10

450

300

6-დან -10

10

600

450

10-დან -16

10

900

750

16-დან -25

10

1100

900

25-დან -40

10

1500

1400

40-დან -65

10

8500

8300

65-დან -100

10

9200

9000

საშუალო წნევა

0 -100

15

14000

 

100-დან -160

20

14250

160-დან -250

20

14500

250-დან -400

20

15000

400-დან –650

20

17000

650-დან -1000

20

17500

1000-დან –1600

20

18000

1600-დან -2600

20

20000

2600-დან -4000

20

23000

4000-დან -6400

20

25000

2.  გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურით ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში წინამდებარე დანართით დადგენილი საფასური მოიცავს საერთო ფართის ქსელისა და აღრიცხვის კვანძის ან ჭკვიანი მრიცხველის მოწყობას.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრიგივი სანიკიძე
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია