,,ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში ღების ქუჩის მონაკვეთისთვის ჯვარის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 თებერვლის N82 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 375
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/07/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016881
375
12/07/2024
ვებგვერდი, 19/07/2024
000000000.00.101.016881
,,ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში ღების ქუჩის მონაკვეთისთვის ჯვარის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 თებერვლის N82 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №375

2024 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

,,ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში ღების ქუჩის მონაკვეთისთვის ჯვარის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2024 წლის 20 თებერვლის №82 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1.  „ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. „მუხიანი 2“-ის დასახლებაში ღების ქუჩის მონაკვეთისთვის ჯვარის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2024 წლის 20 თებერვლის N82 განკარგულებაში გასწორდეს ტექნიკური შეცდომა და სათაურში, ყველა პუნქტსა და დანართზე (რუკაზე) არსებული ჩანაწერი „ჯვარის I შესახვევი“  შიეცვალოს  ჩანაწერით „ჯვარისის I შესახვევი“. 

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე     გიორგი ტყემალაძე