დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს დებულების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 396 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 06/04/1992 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 4, 30/04/1992 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №396
1992 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს დებულების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1969 წლის 29 მაისის №316 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის - პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის
პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ა. გელაშვილი
საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. ზოგადი დებულებანი
1.1. საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრო (შემდგომში სამინისტრო“) არის რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობა ორგანო.
1.2. სამინისტრო უშუალოდ ექვემდებარები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას.
1.3. თავის საქმიანობაში სამინისტრო ხელმძღვანელობა საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით.
1.4. სამინისტრო მოსახლეობის სავაჭრო, მომსახურებას ახორციელებს სისტემის (სავაჭრო ორგანიზაციების მეშვეობით, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთკავშირში.
1.5. საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრო არის იურიდიული პირი, აქვს ბეჭედი რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით, შტამპი, ანგარიშსწორების და სხვა ანგარიშები ბანკში.
2. ამოცანები
სამინისტრო:
2.1. ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკაში სამომხმარებლო, საქონლით ვაჭრობის სახელმწიფო პოლიტიკას.
2.2. ამზადებს წინადადებებს დარგში განსახელმწიფოებრივებისა და პრივატიზაციის, საბაზრო სტრუქტურების შექმნისადმი მეთოდური ხელმძღვანელობის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზების, კონცეფციებისა და პროგრამების დამუშავების ორგანიზაციის შესახებ.
2.3. ზრუნავს სახალხო მოხმარების საქონელზე მოსახლეობის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის.
2.4. შესაბამის პირობებს უქმნის რესპუბლიკის ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის განვითარებას.
2.5. ამუშავებს დარგის ეკონომიკური, მეცნიერულ-ტექნიკური და სოციალური განვითარების პროგრამებს, მონაწილეობს მოსახლეობის სავაჭრო მომსახურების გაუმჯობესების რესპუბლიკური პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციაში.
2.6. ახორციელებს დარგში ეკონომიკურ, საინვესტიციო და სოციალურ პოლიტიკას.
2.7. ორგანიზაციას უწევს სისტემაში საშუამავლო და კომერციულ საქმიანობას, უზრუნველყოფს სასაქონლო რესურსების გამოძებნას და მომხმარებლებისათვის მათს ოპერაციულ მიწოდებას.
3. ფუნქციები
სამინისტრო:
3.1. მეთოდურ დახმარებას უწევს დარგის წარმოება-დაწესებულებებს ვაჭრობის ორგანიზაციაში, განვითარებაში, პროგნოზირებაში და სავაჭრო საქმიანობის გაანალიზებაში.
3.2. ორგანიზაციას უწევს რესპუბლიკის ბაზრის კონიუნქტურის კომპლექსურ გამოკვლევას ცალკეული რეგიონებისა და სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, სასურსათო და არასასურსათო საქონელზე მოსახლეობის მოთხოვნის უკეთ დაკმაყოფილებისათვის აწარმოებს მარკეტინგული საქმიანობის კოორდინაციას სამინისტროს სავაჭრო საწარმოებსა და ორგანიზაციებში.
3.3. სახალხო მოხმარების საქონელზე ბაზრის მოთხოვნილებიდან გამომდინარე ამუშავებს წინადადებებს სახელმწიფო შეკვეთების მოცულობის განსაზღვრისათვის.
3.4. შეისწავლის სახელმწიფო შეკვეთების გზით წარმოებული სასაქონლო რესურსების ათვისების მდგომარეობა სავაჭრო ორგანიზაციების მიერ და მათ დანიშნულებისამებრ გამოყენებას.
3.5. წარმართავს მუშაობას დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის გათვალისწინებით დამატებითი სასაქონლო მასის გამოძებნისათვის, ამზადებს წინადადებებს საექსპორტო რესურსების მოზიდვისა და ვალუტაზე ვაჭრობის განხორციელებისათვის.
3.6. ამუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს ვაჭრობის მართვის სტრუქტურების სრულყოფისა და გამარტივებისათვის, ასევე ეკონომიკური ბერკეტებისა და სტიმულების, აღრიცხვა-ანგარიშგების სრულყოფისათვის, მართვის ავტომატიზებული და კომპიუტერული სისტემების დანერგვისათვის.
3.7. ხელს უწყობს სავაჭრო ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, პროგრესული და მაღალმწარმოებლური სავაჭრო-ტექნოლოგიური მოწყობილობის დანერგვასა და გამოყენებას.
3.8. ახორციელებს მუშაობას დარგში სტატისტიკური და საბუღალტრო აღრიცხვა ანგარიშგების ორგანიზაციისა და მეთოდური უზრუნველყოფისათვის, ამ საქმიანობის სრულყოფისა და სტატისტიკური ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავებისათვის.
3.9. საზოგადოებრივი კვების განვითარების მიზნით განსაზღვრავს მომსახურების საწარმოო-ტექნიკური, ეკონომიკური და ორგანიზაციული პროცესების სრულყოფის მიმართულებებს, ხელს უწყობს ქართული ეროვნული კულინარიის განვითარებას, მათ შორის რესპუბლიკაში სავალუტო შემოსავლის გასადიდებლად.
3.10. აანალიზებს ვაჭრობის წესებისა და მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დაცვისა და გამოყენების პრაქტიკას, ამუშავებს წინადადებებს მათში სათანადო ცვლილებების შესატანად.
3.11. სწავლობს და განაზოგადებს სხვა ქვეყნების გამოცდილებას სავაჭრო მომსახურების ორგანიზაციის, ვაჭრობის პროგრესული ფორმებისა და მეთოდების გამოყენების საქმეში.
3.12. უზრუნველყოფს ვაჭრობის სფეროში დასაქმებულთა გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლებას.
4. უფლებები
სამინისტროს უფლება აქვს:
4.1. დააყენოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის წინაშე საკითხები თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
4.2. დააყენოს საკითხები იმ სავაჭრო საწარმოთა ფუნქციონირების დროებით ან მთლიანად შეჩერების შესახებ, რომლებიც უხეშად არღვევენ ვაჭრობის წესებს, არ იცავენ თავისუფალი კონკურენციისა და სავაჭრო-საშუამავლო საქმიანობის პრინციპებს, უგულებელყოფენ რესპუბლიკის მოსახლეობის ინტერესებს.
4.3. გამოსცეს სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი დადგენილებები, დებულებები და ინსტრუქციები
4.4. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით ან სავაჭრო საწარმოთა წინადადებებით დაამყაროს საგარეო ეკონომიკური კავშირები, დადოს ხელშეკრულებები და სავაჭრო გარიგებები საზღვარგარეთის ორგანიზაციებთან, რესპუბლიკის მთავრობის წინაშე დააყენოს საკითხი საზღვარგარეთ სავაჭრო წარმომადგენლობათა გახსნის შესახებ.
4.5. რესპუბლიკის ეკონომიკური პოტენციალის რაციონალურად გამოყენებისა და სასაქონლო რესურსების ჩამოყალიბების მიზნით კოორდინაციას უწევს სახალხო მოხმარების საქონლის შემოტანა-გატანის საკითხებს.
4.6. მოამზადოს წინადადებები ვაჭრობაში ახალი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოების შექმნისა და განვითარების, აგრეთვე არსებულის რეორგანიზაციისათვის.
4.7. მოსთხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საწარმოების, ორგანიზაციების, მმართველობის რესპუბლიკური და ადგილობრივი ორგანიზაციებისაგან დააყენოს საკითხი ვაჭრობის სფეროში აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების დაწესებისა და სრულყოფის თაობაზე.
5. მუშაობის ორგანიზაცია
5.1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი.
5.2. მინისტრი წარმართავს სამინისტროს საქმიანობას და პერსონალურად აგებს პასუხს სამინისტროსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის.
5.3. მინისტრი საზღვარგარეთის ქვეყნების ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალურ პირს.
5.4. მინისტრს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა. მინისტრის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს მინისტრი.
5.5. სისტემის რესპუბლიკელ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს არჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს სამინისტროს კოლეგია.
5.6. სამინისტროში მუშაობის კოორდინაციისა და დარგის ფუნქციონირების გლობალური საკითხების გადაწყვეტის მიზნით იქმნება კოლეგია მინისტრის თავმჯდომარეობით.
კოლეგიის შემადგენლობას მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა, კოლეგიის შემადგენლობაში შედიან მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს ქვედანაყოფთა ხელმძღვანელები.
5.7. კოლეგიის გადაწყვეტილებები ფორმდება მინისტრის ბრძანებით ან კოლეგიის დადგენილებით, რომელთა შესრულება სავალდებულოა სისტემის ყველა წარმოება-
დაწესებულებებისა და მათი მუშაკებისათვის.
5.8. მინისტრისა და კოლეგიის წევრთა უთანხმოების შემთხვევაში მინისტრი ახორციელებს თავის გადაწყვეტილებას, ამასთან წამოჭრილ უთანხმოებათა შესახებ მოახსენებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას. თავის მხრივ, კოლეგია წევრებს უფლება აქვთ საკუთარი აზრი აცნობონ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას.
5.9. საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს დებულებასა და სტრუქტურა ამტკიცებ, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო მინისტრის აპარატის საშტატო განრიგსა და დებულებას - ვაჭრობის მინისტრი.
დოკუმენტის კომენტარები