დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| “საერთაშორისო რეგულარული სამზავრო გადაყვანის, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის, საქართველოს ტერიტორიიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ფორმების დამტკიცების შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 09/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 145, 14/12/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.150.000.26.018.007.930 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/12/2005 - 17/12/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.26.018.007.930
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის
ბრძანება №5
2005 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონების ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 30-ე მუხლისა და ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” მე-13 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
დამტკიცდეს:
ა) საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფორმა დანართის №1-ის შესაბამისად;
ბ) საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ფორმები დანართი №2-ის და №3-ის შესაბამისად;
გ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად.
მუხლი 2.
ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული ნებართვის ფორმებს გააჩნიათ 5 დამცავი ნიშანი და განეკუთვნებიან მკაცრი აღრიცხვის ფორმების II კატეგორიას.
მუხლი 3.
ამ ბრძანების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საერთაშორისო, საქალაქთაშორისო, საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის, სახიფათო ტვირთის საავტომობილო გადაზიდვის, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო მოწმობის და საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვის ნებართვის ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 15 სექტემბრის №3 ბრძანების (სსმ III, 2004 წ., №103, მუხ. 891) პირველი მუხლის ,,ბ”, ,,გ”, ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტები თანდართული დანართებით №2, №3, №4 და №5.
მუხლი 4.
ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 5.
ამ ბრძანების პირველი მუხლის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საერთაშორისო, საქალაქთაშორისო, საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის, სახიფათო ტვირთის საავტომობილო გადაზიდვის ,,საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო მოწმობის და საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვის ნებართვის ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 15 სექტემბრის №3 ბრძანების (სსმ III, 2004 წ., №103, მუხ. 891) პირველი მუხლის ,,ა”, ,,ვ” და ,,ზ” ქვეპუნქტები თანდართული დანართებით №1, №6 და №7.
ა. ჩხიკვაძე



![]() |



უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები