„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №561 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №561 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 211
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 16/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010210040.08.002.017082
211
16/07/2024
ვებგვერდი, 17/07/2024
010210040.08.002.017082
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №561 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №211

2024 წლის 16 ივლისი

   ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №561 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №561 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 30/11/2022, 010210040.08.002.017078) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული წესის:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტაჟიორთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს ადმინისტრაციის მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 20%-ს.“.

2. V თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

„თავი V1

 სტაჟიორის მივლინება

მუხლი 121

1. სტაჟიორი შესაძლებელია, ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, სამუშაოს განსახორციელებლად გაგზავნილ იქნეს მივლინებით.

2. სტაჟიორს აუნაზღაურდება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები. სტაჟიორს მივლინების პერიოდში უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება.

3. სტაჟიორის მივლინებით გაგზავნის წესი, მისი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობა და პირობები, აგრეთვე მასთან დაკავშირებული სხვა სოციალური გარანტიები, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი