დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 233 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/07/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 470030000.10.003.024627 |
|
„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში (სსმ, №155, 29/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის“:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი: „რ) სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მომსახურება.“. 2. 71 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მომსახურებისა და სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მომსახურების შერჩევითი კონტროლი ხორციელდება სააგენტოს მიერ საქმიანობის დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვის განმავლობაში.“. 3. 73 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 74 მუხლი: „მუხლი 74. სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია, 2025 წლის 1 იანვრამდე თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ დამატებით პირობებთან და შეტყობინება საქმიანობის დაწყების თაობაზე წარადგინოს სააგენტოში.“. 4. მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის XIII თავის („პირობები ქიმიოთერაპიული მომსახურების მიმწოდებელთათვის“): ა) პირველი პუნქტის შენიშვნის გრაფას დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) ერთ დაწესებულებაში ქიმიოთერაპიული სერვისის რამდენიმე ერთეულის (მათ შორის, ამბულატორიული და სტაციონარული) არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ერთი სარეგისტრაციო სივრცის გამოყენება.“; ბ) მე-2 პუნქტს შენიშვნის გრაფაში დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი: „ერთ დაწესებულებაში ქიმიოთერაპიული სერვისის რამდენიმე ერთეულის (მათ შორის, ამბულატორიული და სტაციონარული) არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ერთი მოსაცდელი სივრცის გამოყენება.“; გ) მე-4 პუნქტის 4.11 პუნქტის შენიშვნის გრაფას დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) შესაძლებელია სანიტარიული კვანძის განთავსება დარბაზის შესასვლელის მიმდებარედ.“; დ) მე-5 პუნქტს შენიშვნის გრაფაში დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი: „ერთ დაწესებულებაში ქიმიოთერაპიული სერვისის რამდენიმე ერთეულის (მათ შორის, ამბულატორიული და სტაციონარული) არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ერთი ასეთი ოთახის არსებობა, საიდანაც გახსნილი მედიკამენტების საპროცედუროში ტრანსპორტირება ხორციელდება დროულად, სპეციალური სატრანსპორტო კონტეინერებითა და პროტოკოლით გაწერილი ფიქსირებული მარშრუტით (სერვისების სხვადასხვა სართულზე განთავსების შემთხვევაში, თუ დაშორება 2 და მეტი სართულია, მედიკამენტების ქიმიოთერაპიული სერვისების სივრცეებს შორის ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს ლიფტი) ფარმაკო-ქიმიური თვისებების შენარჩუნებისა და სტერილობის დარღვევის პრევენციის უზრუნველყოფით.“; ე) მე-5 პუნქტის 5.1 და 5.2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ვ) მე-5 პუნქტის 5.3 პუნქტს შენიშვნის გრაფაში დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი: „აღნიშნული პირობის დასაკმაყოფილებლად მედიკამენტების გასაცემად დამოუკიდებელი კარის/ფანჯრის არარსებობისას, ნაკადების მართვის უზრუნველყოფისთვის შესაძლებელია სათანადო პროტოკოლის (მათ შორის, დროში გამიჯვნის) გამოყენება.“; ზ) მე-14 პუნქტის შენიშვნის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „არ არის სავალდებულო: ა) სტაციონარული დაწესებულებისთვის (გადაუდებელი დახმარების (EMERGENCY)/რეანიმაციის სერვისის არსებობის შემთხვევაში) ან მათ შენობაში განთავსებული დიალიზის ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლებისთვის; ბ) მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის, რომლებსაც აქვთ გადაუდებელი დახმარების (EMERGENCY) განყოფილება/ერთეული/მომსახურება.“. 5. მე-13 მუხლით განსაზღვრულ ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის XIV თავი:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები