„სს „პეივ ჯორჯია“-სთვის (ს/ნ: 404668436) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 14 დეკემბრის №305 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სს „პეივ ჯორჯია“-სთვის (ს/ნ: 404668436) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 14 დეკემბრის №305 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 12/07/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2024
სარეგისტრაციო კოდი
286
12/07/2024
ვებგვერდი, 16/07/2024
„სს „პეივ ჯორჯია“-სთვის (ს/ნ: 404668436) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 14 დეკემბრის №305 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

განკარგულება № 286

2024 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

 „სს „პეივ ჯორჯიასთვის“ (ს/ნ: 404668436) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 14 დეკემბრის №305 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე:

1. „სს „პეივ ჯორჯიასთვის“ (ს/ნ: 404668436) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 14 დეკემბრის №305 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სს „პეივ ბანკ ჯორჯიასთვის“ (ს/ნ: 404668436) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“;

ბ) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გაიცეს სს „პეივ ბანკ ჯორჯიაზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია, ამ განკარგულებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობებით.

2. 2024 წლის 12 ივლისიდან 7 (შვიდი) თვის მანძილზე სს „პეივ ბანკ ჯორჯიამ“ რეალურ გარემოში განახორციელოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობები ან/და მათთან დაკავშირებული მომსახურებები საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობებით.

3. სს „პეივ ბანკ ჯორჯიასთვის“ წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობების ცვლილება ხდება ეტაპობრივად, შესრულებული სალიცენზიო მოთხოვნებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე.“.

2. „სს „პეივ ჯორჯიასთვის“ (ს/ნ: 404668436) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 14 დეკემბრის №305 განკარგულების სხვა პუნქტები დარჩეს უცვლელი. 

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი                            ნათელა თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკი