დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-311 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040000.22.030.016300 |
|
„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
1.
,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებით (ვებგვერდი, 03/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 480040000.22.030.016194) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ, დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული მოხელის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად და როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარსაგზავნად, გარდა საკონსულო თანამდებობისა, სავალდებულოა დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატისა და საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოწმობის ფლობა.''; |
ბ)
მე-19 მუხლს დაემატოს 51 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,51. გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ, დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული მოხელე შესაძლებელია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში საკონსულო თანამდებობის პირად დაინიშნოს და როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარიგზავნოს დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატისა და საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობის შემთხვევაში.''; |
გ)
331 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელე, გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად და როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარსაგზავნად, გარდა საკონსულო თანამდებობისა, ვალდებულია, გაიაროს საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი სასწავლო პროგრამა და ფლობდეს ამ პროგრამის გავლის დამადასტურებელ მოწმობას.''; |
დ)
331 მუხლს დაემატოს 41 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,41. დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელე, გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში საკონსულო თანამდებობაზე შესაძლოა დაინიშნოს და როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარიგზავნოს საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობის შემთხვევაში.''. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები