„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 231
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.024625
231
15/07/2024
ვებგვერდი, 16/07/2024
470000000.10.003.024625
„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №231

2024 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2023, 470000000.10.003.024362) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №3 დანართის („ეპიდზედამხედველობა“ – პროგრამული კოდი: 27 03 02 03):

1. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის „ზ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ.ბ) საყრდენი ბაზებიდან გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებზე, მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებსა და კორონავირუსზე საეჭვო პაციენტების კლინიკური ნიმუშებისა და ასევე მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ნიმუშების ცენტრში ტრანსპორტირებასა და ლაბორატორიულ კვლევას;“.

2. მე-9 მუხლს (დამატებითი პირობები) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5.  მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საყრდენი ბაზების გარდა, კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ზედამხედველობა (საკვლევი ნიმუშების აღება, ცენტრის ლაბორატორიაში ტრანსპორტირება და კვლევა) განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებსა და ჯგუფებზე:

ა) გავრცელების შეცვლილი პოტენციალის მქონე შემთხვევები;

ბ) ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობის მქონე შემთხვევები (აფეთქება, განსხვავებული კლინიკური მიმდინარეობა, ეჭვი უცხო ქვეყნიდან შემოსულ ახალ ვარიანტზე, ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პროფესიულ ჯგუფებში შემავალი პირები, რომლებთანაც რეკომენდებულია განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა და ტესტირებისთვის მიმართავენ ცენტრს);

გ) ეჭვი არსებული სადიაგნოსტიკო საშუალებების სენსიტიურობის ან სპეციფიკურობის ცვლილებაზე;

დ) სხვა ლაბორატორიების ხარისხის კონტროლის მიზნით ამოღებული ნიმუშები;

ე) სპეციალური კვლევები ზოგად პოპულაციაში გავრცელების (მომენტალური პრევალენტობის) დადგენის მიზნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე