„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 228
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.024622
228
12/07/2024
ვებგვერდი, 12/07/2024
240140000.10.003.024622
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №228

2024 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“:

1. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 31. ამ თავის 30-ე მუხლით განსაზღვრული გარდამავალი პერიოდი განისაზღვროს 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. ამასთან, ამ თავის 33-ე მუხლით განსაზღვრული პირობების მოქმედების პერიოდი განისაზღვროს 2024 წლის 15 ივლისიდან 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.“.

 2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 33-ე მუხლი:

მუხლი 33. მხოლოდ საზღვაო თევზჭერის მიმართულების (საქმიანობის კოდი: 03.11.0) ინდუსტრიისთვის, გარდა „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით განსაზღვრული ლიცენზიანტებისა, ამ დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიულ ნაწილში:

1. პირველი მუხლის:

ა) „ლ“ − „ლ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სესხის რეფინანსირება − ბენეფიციარის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე სესხის გადაფარვა რეფინანსირების სესხით (არაუმეტეს სესხის ნარჩენი ძირის 50%-ით გაზრდით ან გაზრდის გარეშე), რომლის მოცულობა არ აღემატება ამ პროგრამის მე-6 მუხლით დადგენილ სესხის მაქსიმალურ ოდენობას. ასევე დასაშვებია პროგრამის ფარგლებს გარეთ აღებული, მიმდინარე სესხის გადაფარვა პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სესხის რეფინანსირებისას. ამასთან, შესაძლებელია მხოლოდ საზღვაო თევზჭერის (საქმიანობის კოდი: 03.11.0) მიზნობრიობასთან დაკავშირებით გაცემული სესხებ(ებ)ის რეფინანსირება;

1) სალიზინგო პროექტის რეფინანსირება − ბენეფიციარის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე სალიზინგო პროექტის გადაფარვა სალიზინგო პროექტის რეფინანსირებით (არაუმეტეს სალიზინგო პროექტის ნარჩენი ძირის 100%-ით გაზრდით ან გაზრდის გარეშე), რომლის მოცულობა არ აღემატება ამ პროგრამის 61 მუხლით დადგენილ სალიზინგო პროექტის მაქსიმალურ ოდენობას. ასევე დასაშვებია პროგრამის ფარგლებს გარეთ აღებული, მიმდინარე სალიზინგო პროექტის გადაფარვა პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სალიზინგო პროექტის რეფინანსირებისას. ამასთან, შესაძლებელია მხოლოდ საზღვაო თევზჭერის (საქმიანობის კოდი: 03.11.0) მიზნობრიობასთან დაკავშირებული გაცემული სალიზინგო პროექტ(ებ)ის რეფინანსირება;“;

ბ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“-„ყ“ ქვეპუნქტები:

„ღ) სესხის რესტრუქტურიზება − ბენეფიციარის, პროგრამის ფარგლებში, ბანკში აღებული, მიმდინარე სესხის დაფარვის პირობების ცვლილება (არაუმეტეს სესხის ნარჩენი ძირის 50%-ით გაზრდით ან გაზრდის გარეშე), რომლის მოცულობა არ აღემატება ამ პროგრამის მე-6 მუხლით დადგენილ სესხის მაქსიმალურ ოდენობას. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ საზღვაო თევზჭერის (საქმიანობის კოდი: 03.11.0) მიზნობრიობასთან დაკავშირებული გაცემული სესხებ(ებ)ის რესტრუქტურიზება;

ყ) სალიზინგო პროექტის რესტრუქტურიზაცია – ბენეფიციარის მიერ საკუთარი, პროგრამის ფარგლებში, სალიზინგო კომპანიის მიერ გაცემული სალიზინგო საგნის ღირებულების ნარჩენი თანხის დაფარვის პირობების ცვლილება (არაუმეტეს სალიზინგო პროექტის ნარჩენი ძირის 100%-ით გაზრდით ან გაზრდის გარეშე), რომლის მოცულობა არ აღემატება ამ პროგრამის 61 მუხლით დადგენილ სალიზინგო პროექტის მაქსიმალურ ოდენობას. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ საზღვაო თევზჭერის (საქმიანობის კოდი: 03.11.0) მიზნობრიობასთან დაკავშირებული გაცემული სალიზინგო პროექტების რესტრუქტურიზება.“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32. სააგენტო სესხების თანადაფინანსებას ახორციელებს ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ სესხზე დარიცხული 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10 (ათი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ბანკის მიერ გაცემულ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, სესხის პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზებიდან/რეფინანსირებიდან ან/და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის დადასტურებიდან 101 (ას ერთი) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) თვეზე ნაკლებია, სააგენტო განახორციელებს აღნიშნულ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სესხის ვადით.“.

3. 61 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. სააგენტო სალიზინგო პროექტის თანადაფინანსებას ახორციელებს სალიზინგო კომპანიის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10 (ათი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, სალიზინგო პროექტის პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზებიდან/რეფინანსირებიდან ან/და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის დადასტურებიდან 101 (ას ერთი) თვის განმავლობაში. ამასთანავე, თუ სალიზინგო პროექტის ვადა 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) თვეზე ნაკლებია, სააგენტო განახორციელებს გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას გაცემული სალიზინგო პროექტის ვადით.“.

4. სააგენტო განახორციელებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად თანადაფინანსებას, მხოლოდ ბენეფიციარის ბანკში/სალიზინგო კომპანიაში მიმართვის საფუძველზე პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სესხზე თანადაფინანსების პირობების ცვლილების თაობაზე ან/და პროგრამის ფარგლებში სესხის რეფინანსირების/რესტრუქტურიზების საშუალებით.

5. პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ საზღვაო თევზჭერის (საქმიანობის კოდი: 03.11.0) მიმართულების (გარდა „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით განსაზღვრული ლიცენზიანტებისა) სესხებსა და სალიზინგო პროექტებზე  არ ვრცელდება პროგრამის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი (მიზნობრიობის თანაფარდობა).

6. პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ საზღვაო თევზჭერის (საქმიანობის კოდი: 03.11.0) მიმართულების (გარდა „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით განსაზღვრული ლიცენზიანტებისა) სესხებსა და სალიზინგო პროექტებზე არ ვრცელდება პროგრამის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და  მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი.

7. პროგრამის ფარგლებში არსებული საზღვაო თევზჭერის (საქმიანობის კოდი: 03.11.0) მიმართულების (გარდა „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით განსაზღვრული ლიცენზიანტებისა) სესხებისა და სალიზინგო პროექტებისთვის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პროგრამის ბენეფიციარის მიერ შესაბამის ბანკთან/ლიზინგის გამცემთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ, სესხის/სალიზინგო პროექტის დეფოლტის დადგომა. ამასთან, დეფოლტი განისაზღვრება „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილების  შესაბამისად.“.

8. „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებით (შემდგომში − საკრედიტო საგარანტიო სქემა) დამტკიცებული სესხები, რომლებიც ასევე ჩართულია ამ პროგრამაში, შეძლებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად რეფინანსირებასა და რესტრუქტურიზებას საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, მიმდინარე სესხის დამტკიცების დროს არსებული პირობებით. საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში სესხის რესტრუქტურიზებისას/ რეფინანსირებისას არ იცვლება მიმდინარე სესხზე არსებული საკრედიტო გარანტიის ლიმიტი.

9. ამ მუხლით განსაზღვრული პირობებით სესხის/სალიზინგო პროექტის რეფინანსირება/რესტრუქტურიზება დაშვებულია მხოლოდ ერთხელ.

10. ამ მუხლით განსაზღვრული პირობები მოქმედებს 2020 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში დამტკიცებულ სესხებსა და სალიზინგო პროექტებზე.

11. დაემატოს საზღვაო თევზჭერის გარანტიის კომპონენტი შემდეგი პირობებით:

ა) საზღვაო თევზჭერის გარანტიის კომპონენტში (შემდგომში − კომპონენტი) ჩართვის შესაძლებლობა აქვს ამ პროგრამის ფარგლებში საზღვაო თევზჭერის (საქმიანობის კოდი: 03.11.0) მიზნობრიობით გაცემულ სალიზინგო პროექტ(ებ)ს, გარდა „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით განსაზღვრული ლიცენზიანტებისა;

          ბ) კომპონენტი ხორციელდება სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;

          გ) კომპონენტის ფარგლებში, სააგენტო გასცემს სალიზინგო გარანტიას (შემდგომში − გარანტია), ამ პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; 

დ) კომპონენტის ფარგლებში, გარანტია გაიცემა სალიზინგო კომპანიის მიერ მოთხოვნილ, არაუმეტეს სალიზინგო პროექტის ძირი თანხის 60 პროცენტის ოდენობაზე;

ე) კომპონენტის ფარგლებში, სალიზინგო პროექტის ლიზინგის საგნის ღირებულებისა და გარანტიის ჯამის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სალიზინგო პროექტის ძირი თანხის მთლიანი მოცულობის 110 (ას ათი) პროცენტს;

ვ) გარანტია მოქმედებს სალიზინგო პროექტის კომპონენტში ჩართვიდან არაუმეტეს 8 წლის განმავლობაში;

          ზ) სალიზინგო კომპანია აგზავნის სააგენტოში განაცხადს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემული სალიზინგო პროექტის კომპონენტში ჩართვის შესახებ;

          თ) სააგენტო, განაცხადის მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მეწარმე სუბიექტის კომპონენტში ჩართვის შესახებ. სააგენტოს დასტურის შემთხვევაში, სალიზინგო პროექტი მიიჩნევა კომპონენტში ჩართულად;

ი) ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განაცხადის დადასტურების შემდეგ, სალიზინგო კომპანია, სააგენტოსთან შეთანხმებული ფორმით და ვადაში, წარადგენს განაცხადს გარანტირებული ნაწილის (გაცემულ სალიზინგო პროექტზე სააგენტოს მიერ განთავსებული/განსათავსებელი თანხა) მოთხოვნის თაობაზე;

კ) სააგენტო, განაცხადის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში,  უზრუნველყოფს გარანტირებული ნაწილის ჩარიცხვას საკრედიტო საგარანტიო სქემით განსაზღვრულ სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე;

ლ) ყოველი თვის 10 რიცხვამდე სააგენტო უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული სალიზინგო პროექტების ძირი თანხის დაფარვების შესაბამისად გარანტირებული ნაწილის შემცირებას;

მ) სააგენტო ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის გარანტირებული ნაწილიდან გამოთავისუფლებულ თანხებს მიმართავს საკრედიტო საგარანტიო სქემით განსაზღვრულ საერთო სახსრებში;

ნ) საკრედიტო საგარანტიო სქემით განსაზღვრული დეფოლტის დადგომის შემთხვევაში, სალიზინგო კომპანია დაუყოვნებლივ აცნობებს სააგენტოს და აწვდის ინფორმაციას ასათვისებელი გარანტირებული ნაწილის ოდენობის თაობაზე (შემდგომში − ასათვისებელი თანხა);

ო) ასათვისებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება გადეფოლტებული სალიზინგო პროექტის ნარჩენი ძირი თანხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისად;

პ) სააგენტო ამოწმებს ამ პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი ასათვისებელი თანხის სისწორეს და, დადასტურების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული გარანტირებული ნაწილის გადარიცხვას სალიზინგო კომპანიის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე;

ჟ) დეფოლტის დადგომის საფუძველზე, სალიზინგო კომპანია უზრუნველყოფს გადეფოლტებული სალიზინგო პროექტის ამოღების მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელებას, საკრედიტო საგარანტიო სქემით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

რ) გარანტიის კომპონენტის ფარგლებში განაცხადის წარდგენის ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2024 წლის 30 სექტემბრით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე