დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4314-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 240000000.05.001.102325 |
საქართველოს კანონი |
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე |
მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.08.2021, სარეგისტრაციო კოდი: 240000000.05.001.020373) 86-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი (შემდგომ − საპენსიო ფონდი) ამ კანონის მიზნებისთვის არ არის კრედიტორი. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაწილის საკუთრებაში არსებულ საპენსიო აქტივებთან მიმართებით კრედიტორი/კრედიტორები არის/არიან შესაბამისი მონაწილე ან მონაწილის მემკვიდრე/მემკვიდრეები. ამ კანონის შესაბამისად ლიკვიდატორის მიმართვის შემთხვევაში საქართველოს საპენსიო ფონდი ვალდებულია აღნიშნულ პირს/პირებს მიაწოდოს ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაცია შესაბამისი დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების შესახებ, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ მონაცემებთან შედარების შედეგად მიღებული ინფორმაცია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისი, 27 ივნისი 2024 წ. №4314-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები