„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4320-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.102320
4320-XIVმს-Xმპ
27/06/2024
ვებგვერდი, 12/07/2024
040090000.05.001.102320
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 040090000.05.001.020812) მე-9 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე, აგრეთვე საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სპეციალიზებული დეპოზიტარის (მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ სპეციალიზებულ დეპოზიტართან დაკავშირებულ შემთხვევაში), აქტივების მმართველი კომპანიისა და საქართველოს საპენსიო ფონდის ანგარიშგების დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად აუდიტორული ფირმის მომსახურებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან. 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე                  შალვა პაპუაშვილი

თბილისი,

27 ივნისი  2024 წ.

№4320-XIVმს-Xმპ