„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4313-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 280060000.05.001.102318
4313-XIVმს-Xმპ
27/06/2024
ვებგვერდი, 12/07/2024
280060000.05.001.102318
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 
საქართველოს კანონი

 

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში  ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში  ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.11.2023, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.05.001.021089) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანები ხორციელდება, აგრეთვე დამსაქმებლებსა და დასაქმებულებთან/მონაწილეებთან ანგარიშსწორება (მათ შორის, პენსიის/საპენსიო აქტივების საპენსიო სააგენტოს მიერ გადაცემა/გადახდა/დაბრუნება) ხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში).“.“;

ბ) 30-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, მე-7 პუნქტისა, მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა, მე-16 პუნქტით განსაზღვრული კანონის 151 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, 28-ე პუნქტის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებისა, 34-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 36-ე პუნქტით განსაზღვრული კანონის 341 მუხლის მე-2 პუნქტისა და ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე                                     შალვა პაპუაშვილი

თბილისი,

27 ივნისი 2024 წ.

№4313-XIVმს-Xმპ