დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 42-57 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 12/07/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 330090000.35.101.017233 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 10/05/2022, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.35.101.016985) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის“:
ა) მე-4 მუხლს, მე-3 პუნქტის შემდგომ, დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დადგინდეს დამატებული ღირებულების გათვალისწინებით, ხოლო ნატურით საანგარიშსწორებო თანხის გაანგარიშება და გადახდა მოხდეს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით ან ბაზრის კვლევის შედეგად შემოთავაზებული ერთი კვ. მ. ფართობის ღირებულების (თუ იგი აჭარბებს ამავე დასკვნით დადგენილ თანხას) მიხედვით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.“; ბ) მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ავარიული სახლის ჩანაცვლებისას, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის დასრულებიდან 6 თვეში ახალი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიუღებლობის შემთხვევაში, ასევე დაინტერესებული პირისათვის ახალი ფართის გადაცემის ვადის ან პირობების დარღვევის შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელი ვალდებული იქნება არაუგვიანეს იპოთეკარის მიმართვიდან 90 კალენდარული დღის ვადაში გამოისყიდოს კლიენტების მიმართ აღსრულების ქვემდებარე აქტით დადასტურებული იპოთეკარის მოთხოვნა, თუ იპოთეკარი მიიღებს ან/და ზემოაღნიშნული წინაპირობების დადგომადე უკვე მიღებული აქვს არსებული საკრედიტო დავალიანების გამოთხოვის გადაწყვეტილება და ამ მიზნით აიღებს/მოიპოვებს ან/და აღებული/მოპოვებული აქვს აღსრულების ქვემდებარე აქტი (სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი ან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი).“ |
მუხლი 2 |
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 3 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები