„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.017483
55
12/07/2024
ვებგვერდი, 15/07/2024
140030000.22.034.017483
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №55

2024 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140030000.22.034.016264) დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის 52 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 53-54 პუნქტები:

„5​3. სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, რომელიც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უფროს სპეციალურ წოდებას, სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანხმობით,  შესაძლებელია დაინიშნოს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს საბრძოლო და სპეციალური ღონისძიებების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 7-წლიანი გამოცდილება.

54. სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოს სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, რომელიც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უფროს სპეციალურ წოდებას, სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანხმობით, შესაძლებელია დაინიშნოს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს კინოლოგად მუშაობის არანაკლებ 7-წლიანი გამოცდილება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური