„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/07/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016748
41
11/07/2024
ვებგვერდი, 12/07/2024
010250050.35.137.016748
„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2024 წლის 11 ივლისი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის  წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/09/2022  010250050.35.137.016593) კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე)   სპორტსმენის, ხოლო გუნდურად საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, გუნდის კაპიტნის ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან).“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის მე-3  მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი;

„ე) მოსწავლის, ხოლო  გუნდურად საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, გუნდის კაპიტნის/ხელმძღვანელის ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან).“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 3-ის მე-5  მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი;

 „ი) ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან).“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 3-ის მე-5  მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი;

 „თ) ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან).“;

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი