საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 4 24 00001850
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 05/07/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2024
სარეგისტრაციო კოდი
REG 4 24 00001850
05/07/2024
ვებგვერდი, 15/07/2024
საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

სსიპ  – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების

 სააგენტოს

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა  № REG 4 24 00001850

2024 წლის 5 ივლისი

საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის  შესახებ

„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ჰ6 ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის, „კ“ პუნქტის შესაბამისად,        :

1. სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2018 წლის 8 მაისის №02-801/ო ბრძანებაში, საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის №002260 ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს ცვლილება: კერძოდ, ,,შპს ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის (ს/კ 404429169; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩა №1 )“ ნაცვლად დაფიქსირდეს ,,ა(ა)იპ ,,პრივატ ჰემა (ს/კ 406475318; ფაქტობრივი მისამართი:  ქ. თბილისი, ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩა №1 )“ და გაიცეს ახალი საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია;

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) ,,შპს ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტზე (ს/კ  404429169; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩა №1) გაცემული საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია №002260.

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის და გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). 

6. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: ა(ა)იპ ,,პრივატ ჰემას (ს/კ 406475318) დირექტორის, ნიკოლოზ ჭელიძის განცხადება: №695972, 28.06.2024 წ. და თანდართული დოკუმენტაცია.

 

სააგენტოს დირექტორის

მოვალეობის შემსრულებელი                                                      ლეილა ქოჩიაშვილი