სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 4 24 00001832
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 03/07/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2024
სარეგისტრაციო კოდი
REG 4 24 00001832
03/07/2024
ვებგვერდი, 15/07/2024
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
 

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

ბრძანება №REG 4 24 00001832

2024 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

 

 სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ

საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, შესაბამისად, ვბრძანებ: 

1. გაიცეს შპს „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრზე" (ს/კ 400357270; ფაქტობრივი მისამართი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფლავი, 1-ლი ქუჩის I შესახვევი, №16) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართი - „სპეციალიზებული დახმარება“;

2. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის და სალიცენზიო მოწმობის დანართის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64);

5. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

 საფუძველი: შპს „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის" (ს/კ 400357270) დირექტორის, ბაქარ მშვილდაძის განცხადებები: N498404, 02.05.2024წ. და №559136, 24.05.2024წ.

ადგილზე შემოწმების აქტი: № ლნ - 1160 - 105, 27.06.2024წ.

ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი: №19, 01.07.2024წ.

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი                             ლეილა ქოჩიაშვილი