„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/267
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 10/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016869
1-1/267
10/07/2024
ვებგვერდი, 11/07/2024
300300000.22.024.016869
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/267

2024 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის დამოწმებული ასლი (მხოლოდ ლიცენზიატის შემთხვევაში);

ბ) მე-16 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომისიის მიერ ლიცენზიის გაუქმება – კომისიის გადაწყვეტილების ამოქმედების დღიდან;“

ბ) 23 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ამ წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოსთან – რეგულირებადი ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ მარეგულირებელი ელექტროსადგურის ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს წარმოების ყველაზე დაბალი ტარიფი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ახალად აშენებული ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება/მემორანდუმი სხვა რამეს არ ითვალისწინებს.“.

4. 25-ე მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 55-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 56-ე მუხლი:

„მუხლი 56. ახლად აშენებული ელექტროსადგურის მიერ 2024 წლის ივნისის თვეში გამომუშავებული ელექტროენერგიის ანგარიშსწორების მონაცემთა ბაზებში ასახვა

1. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 8 ივლისის №960 განკარგულების საფუძველზე, საქართველოში ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის პირებს შორის გაფორმებულ მემორანდუმში/ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებები შესაბამისმა პირმა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა ასახონ მათ შორის გაფორმებულ „ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებაში, ხოლო ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უფლებამოსილმა პირებმა უზრუნველყონ აღნიშნული ცვლილების სათანადო წესით რეგისტრაცია.

2. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 8 ივლისის №960 განკარგულების საფუძველზე, საქართველოში ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის პირებს შორის გაფორმებულ მემორანდუმში/ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებები ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა უნდა ასახოს 2024 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის ანგარიშსწორების მონაცემთა ბაზაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 1 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი