დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 234 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 10/07/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017837 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართი №II-041 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. 331 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 331. სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს სათამაშო აპარატების სალონის მოწყობას, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებას, საგადასახადო ორგანოში წარადგენს სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, №II-041 დანართის ფორმით.“. 3. 332 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 332. სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის შევსება“; ბ) მე-5 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პირველი სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა; ბ) პირველი სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზების ნაწილში (სვ. 4=პირველი სტრიქონის სვ.3*15%); გ) მე-2 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი; დ) მე-2 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნაწილში (სვ.4=მეორე სტრიქონის სვ.3*7%);“. 4. 38-ე მუხლის: ა) მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) 21-ე უჯრაში – არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომლებიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და, ამასთან, ექვემდებარება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას (გარდა დივიდენდებისა და ანაბრებზე გაცემული პროცენტებისა), როგორიცაა სტიპენდია, გარდა სახელმწიფო სტიპენდიისა; პენსია, გარდა იმ პენსიისა, რომელიც გაიცემა სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში, სათამაშო ბიზნესის მომწყობ პირთა მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები, აგრეთვე, სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში მონაწილე პირების მიერ თამაშობის მომწყობი/ორგანიზატორი პირისგან, მათ შორის, თამაშობაში მონაწილე პირების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხები (ფულადი განაცემი);“; ბ) მე-7 პუნქტის: ბ.ა) „ბ-დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მე-5 სვეტში აისახება შემოსავლების მიმღებ პირთა კატეგორია. კერძოდ, რეზიდენტი ფიზიკური პირები – დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოში დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, რომელთა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ხელფასი იბეგრება 5%-ით, ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, რომლებიც ეწევიან მომსახურებას და რომელთა შემოსავალი იბეგრება 20%-ით, ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, რომლებიც ეწევიან მომსახურებას და რომელთა შემოსავალი იბეგრება 5%-ით; ფიზიკური პირები, რომელთა მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი საქონლის შემძენი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით; სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკური პირები; სხვა ფიზიკური პირები, მ.შ. სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში მონაწილე პირები, რომელთა მიერ თამაშობის მომწყობი/ორგანიზატორი პირისგან გატანილი თანხა, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა იბეგრება 5 პროცენტით; რეზიდენტი ორგანიზაციები; არარეზიდენტები – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული იურიდიული პირები, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული ფიზიკური პირები, საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირები, საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი ფიზიკური პირები; ფიზიკური პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი; მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი; იურიდიული პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი; საწარმოს, ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი; გ) მე-6 სვეტში აისახება განაცემის სახე (ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, ნივთმოგება, სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში მონაწილე პირების მიერ თამაშობის მომწყობი/ორგანიზატორი პირისგან გატანილი თანხა, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა, იჯარის მომსახურების ანაზღაურება, მომსახურების ანაზღაურება, სტიპენდია, ამხანაგობის დასაბეგრი მოგების (შემოსავლის) წილის მფლობელზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში, გაცემული მისი წილის შესაბამისი შემოსავალი და სხვა); დ) მე-7 სვეტში აისახება განაცემის ოდენობა (თანხა). ამასთან, სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში მონაწილე პირების მიერ თამაშობის მომწყობი/ორგანიზატორი პირისგან გატანილი თანხა, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა, აისახება სრულად, ანგარიშის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის მიერ დაწესებული მომსახურების საკომისიოს ჩათვლით;“; ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მე-9 სვეტში აისახება განაცემის თარიღი. ამასთან, სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში მონაწილე პირის მიერ თამაშობის მომწყობი/ორგანიზატორი პირისგან, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან, თვის განმავლობაში ჯამურად გატანილ თანხაზე განაცემის თარიღად მიეთითება შესაბამისი თვის ბოლო რიცხვი;“. 5. №II-086 დანართის IV ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 6. 401 მუხლის: ა) მე-5 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის „მაგალითი 2“-ის „შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირად, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, ჩაითვლება პირი: ა) რომელიც შექმნილია ან რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლების მიზნით (მაგალითად: თიზ-ის საწარმო, სპეციალური სავაჭრო კომპანია, ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტი, მაღალმთიანი დასახლების საწარმო, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, ვირტუალური ზონის იურიდიული პირი). ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირად არ ჩაითვლება სპეციალური სავაჭრო კომპანია იმ ოპერაციებთან მიმართებაში, რომელთა მიმართ კმაყოფილდება ამავე კოდექსის 241 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა; ბ) რომელიც ახორციელებს საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ სანებართვო საქმიანობას (მაგალითად: აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის მომწყობი პირი).“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. დეკლარაციის IV ნაწილი ივსება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ. კერძოდ: ა) პირველი სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა; ბ) პირველი სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება კუთვნილი მოგების გადასახადი სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზების ნაწილში (სვ. 4=პირველი სტრიქონის სვ.3*15%); გ) მე-2 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი; დ) მე-2 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება კუთვნილი მოგების გადასახადი სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნაწილში (სვ.4=მეორე სტრიქონის სვ.3*7%); ე) მე-3 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა; ვ) მე-3 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება კუთვნილი მოგების გადასახადი სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნაწილში (სვ.4=მესამე სტრიქონის სვ.3*15%).“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 აგვისტოდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები