„წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 224
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024618
224
10/07/2024
ვებგვერდი, 11/07/2024
300160070.10.003.024618
„წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №224

2024 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

„წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017640) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. წყალდაცვით ზოლში ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული საწარმოს/ინფრასტრუქტურული ობიექტის ექსპლუატაცია დაშვებულია, თუ ის მიერთებულია კანალიზაციის ცენტრალურ სისტემასთან ან აღჭურვილია შესაბამისი რეზერვუარებით ან/და სანიაღვრე წყლების საკანალიზაციო სისტემებით ან/და სხვა მოწყობილობებით, რომლებიც გამორიცხავენ წყლის ობიექტის დაბინძურებასა და დანაგვიანებას და აქვს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, რომელიც გამორიცხავს წყალდიდობის/წყალმოვარდნის პოტენციური რისკების უარყოფით ზემოქმედებას აღნიშნულ ობიექტზე ან განხორციელებულია/განხორციელდება წყალდიდობის/წყალმოვარდნის რისკების საპრევენციო ღონისძიებები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე