დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სურსათში კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების შემცველობის მაქსიმალური დონის, გამოწვეული ცხოველის საკვებში მათი არამიზნობრივი, გარდაუვალი გადატანის შედეგად“ დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 223 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 10/07/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.024617 |
|
„სურსათში კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების შემცველობის მაქსიმალური დონის, გამოწვეული ცხოველის საკვებში მათი არამიზნობრივი, გარდაუვალი გადატანის შედეგად“ დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სურსათში კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების შემცველობის მაქსიმალური დონე, გამოწვეული ცხოველის საკვებში მათი არამიზნობრივი, გარდაუვალი გადატანის შედეგად“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
|
|
სურსათში კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების შემცველობის მაქსიმალური დონე, გამოწვეული ცხოველის საკვებში მათი არამიზნობრივი, გარდაუვალი გადატანის შედეგად
|
მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო
1. „სურსათში კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების შემცველობის მაქსიმალური დონე, გამოწვეული ცხოველის საკვებში მათი არამიზნობრივი, გარდაუვალი გადატანის შედეგად“ (შემდგომში − წესი) მიზნად ისახავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. 2. ეს წესი ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათში დამაბინძურებლების (კონტამინანტების) − კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების მაქსიმალურ დონეებსა და დაბინძურებული სურსათის გამოყენებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. 3. ამ წესით განსაზღვრული დამაბინძურებლების (კონტამინანტების) მაქსიმალური დონისა და დაბინძურებული სურსათის გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისობის შეფასება ხორციელდება სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში. მუხლი 2. ზოგადი მოთხოვნები 1. ამ წესის დანართით − „სურსათში კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების შემცველობის მაქსიმალური დონე, გამოწვეული ცხოველის საკვებში მათი არამიზნობრივი, გარდაუვალი გადატანის შედეგად“ − განსაზღვრული სურსათი, რომელიც დამაბინძურებლებს (კონტამინანტებს) შეიცავს ამავე წესით განსაზღვრულზე მეტი რაოდენობით, არ უნდა იქნეს განთავსებული ბაზარზე. 2. სურსათში მაქსიმალურ დონეზე ნაკლები კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების მნიშვნელოვანი ნარჩენის აღმოჩენის შემთხვევაში, მიზანშეწონილია, სააგენტომ განახორციელოს მოკვლევა, რათა დადასტურებულ იქნეს, რომ ამ წესის დანართით განსაზღვრულ მაქსიმალურ დონეზე ნაკლები ნარჩენის შემცველობა გამოწვეულია მათი ცხოველის საკვებში არამიზნობრივი, გარდაუვალი გადატანით და არა კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების აკრძალული გამოყენებით. 3. სურსათი, რომელიც შეესაბამება ამ წესის დანართით განსაზღვრულ კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების მაქსიმალურ დონეს, არ უნდა იქნეს შერეული სხვა სურსათში, რომელშიც დამაბინძურებლების (კონტამინანტების) შემცველობა აღემატება მაქსიმალურ დონეს. 4. ამ წესის დანართით განსაზღვრული მაქსიმალური დონეების გამოყენებისას მშრალი/გამომშრალი, განზავებული, გადამუშავებული ან ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტისგან შემდგარი სურსათისათვის (შედგენილი სურსათი) გათვალისწინებულ უნდა იქნეს შრობის/გამოშრობის, განზავების ან გადამუშავების შედეგად გამოწვეული დამაბინძურებლების (კონტამინანტების) კონცენტრაციის ცვლილება და სურსათში ინგრედიენტის ფარდობითი პროპორცია (წილი/პროცენტული შემცველობა). 5. ამ წესთან ერთად გამოიყენება: ა) „ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციის, წარმოების ავტორიზაციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის №112 დადგენილება; ბ) „ცხოველთა კვებაში გამოსაყენებელი ცხოველის საკვები დანამატების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ოქტომბრის №473 დადგენილება.
დანართი სურსათში კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების შემცველობის მაქსიმალური დონე, გამოწვეული ცხოველის საკვებში მათი არამიზნობრივი, გარდაუვალი გადატანის შედეგად
|
დოკუმენტის კომენტარები