ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/07/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016517
15
10/07/2024
ვებგვერდი, 12/07/2024
010250050.35.164.016517
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2024 წლის 10 ივლისი

ქ. ყვარელი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონისა (N2587-XIმს-Xმპ, 09/02/2023წ), და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე  კვარტალში – 25 000 ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში  3000 ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე  საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ  ელექტრონული ფორმის თამაშობებზე:

დ.ა) სამორინის თამაშობებზე  კვარტალში 250 000 ლარი;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – კვარტალში  250 000  ლარი;

დ.გ) ტოტალიზატორის   თამაშობებზე – კვარტალში  250 000  ლარი;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში –  1500 ლარი;

ვ) თითოეული კლუბის მაგიდაზე – კვარტალში  1500 ლარი;

ზ) თითოეული კლუბის მაგიდაზე – კვარტალში  7000 ლარი.

მოსაკრებლების ანგარიშგება და გადახდა ხორციელდება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“  საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 1 მარტის №36 დადგენილება“ .
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარი ბუჯიაშვილი