დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №15/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22/2024 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 10/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.15.008.016736 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №15/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 9 მარტის №15/2012 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 12/03/2012, 010240060.15.008.016033):
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე”. 2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. შესაბამისი საარჩევნო კომისია ვალდებულია, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოდან შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აღნიშნულის თაობაზე, აგრეთვე, პროპორციული წესით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის, გვარი, სახელი და მისამართი, ხოლო ადგილმონაცვლის არარსებობის შემთხვევაში – მანდატის გაუქმების შესახებ.”. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები