„ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №11/2017 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №11/2017 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20/2024
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 10/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016734
20/2024
10/07/2024
ვებგვერდი, 11/07/2024
010240060.15.008.016734
„ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №11/2017 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №20/2024

2024 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №11/2017 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №11/2017 დადგენილებით  (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 28/06/2017, 010240060.15.008.016326) განსაზღვრული დანართის:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. წევრის არჩევის/დანიშვნისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი

წევრის არჩევის/დანიშვნისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი დადგენილია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, საარჩევნო კომისიების რეგლამენტებითა და ცესკოს შესაბამისი სხვა დადგენილებებით.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ცესკოს თავმჯდომარის და წევრის უფლებამოსილების ვადა

1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარის და წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, გარდა პარტიების მიერ დანიშნული წევრებისა.

2. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა იწყება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის/დანიშვნის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღებისთანავე/საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების გამოცემისთანავე.

3. ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება ცესკოს წევრის არჩევის/დანიშვნის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღებისთანავე/საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების გამოცემისთანავე.

4. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი, როგორც ცესკოს წევრის,  უფლებამოსილების შეწყვეტას.

5. ცესკოს წევრს უფლებამოსილება უწყდება ახალი წევრის არჩევისთანავე/დანიშვნისთანავე.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კომისიის წევრის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევისას, მის მიერ სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლისას, აგრეთვე  სარეზერვო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა მობილიზაციის დროს, თუ კომისიის წევრს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება;

დ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში კომისიის წევრის მოთავსებისას, თუ კომისიის წევრს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა. ამ შემთხვევაში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის შეტყობინების ვალდებულება ეკისრება კომისიის წევრისათვის მომსახურების გამწევ ორგანიზაციას;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში კომისიის წევრს უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიის წევრისათვის შრომის ანაზღაურების შენარჩუნების საკითხს წყვეტს ცესკოს თავმჯდომარე.“.

4. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის წევრს უფლება არა აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი ან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობისა), ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში. კომისიის წევრის მიერ შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემაში.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი