საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს №30/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 18/2024
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 10/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016732
18/2024
10/07/2024
ვებგვერდი, 11/07/2024
010210010.15.008.016732
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს №30/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს №30/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №18/2024

2024 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს №30/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 21 აგვისტოს №30/2017 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 22/08/2017, 010210010.15.008.016344)  დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 144-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი უფლებამოსილია წარადგინოს მაჟორიტარი კანდიდატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა − საარჩევნო კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:“.

2. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარმა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 47-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);“;

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.დ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (არსებობის შემთხვევაში);“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, უნდა ერთოდეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის  საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი თანამდებობა, სამუშაო ადგილი, საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი, თანხმობა მოცემულ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე, სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი და ხელმოწერა.“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წერილობით აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დოკუმენტაციის სრულყოფისთვის 3 დღე ეძლევა.“.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 29-ე დღისა.“.

5. მე-6 მუხლს დაემატოს:

ა) შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია;“;

ბ) შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) კანდიდატმა არ წარმოადგინა უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი