დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 221 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 09/07/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.024615 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/05/2023, 010240030.10.003.024010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის“:
1. პირველი მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, ვრცელდება ამ წესის მოქმედება, გარდა ამავე წესის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, III2 თავისა და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა.“. 2. III1 თავის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის III2 თავი:
„III2 თავი სტაჟიორის მივლინება მუხლი 174. სტაჟიორის მივლინება 1. სტაჟიორი შესაძლებელია, საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, სამუშაოს განსახორციელებლად გაგზავნილ იქნეს მივლინებით. 2. სტაჟიორის მივლინებით გაგზავნის წესი, მისი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობა და პირობები, აგრეთვე მასთან დაკავშირებული სხვა სოციალური გარანტიები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 175. სტაჟიორის მივლინების ხარჯების ანაზღაურება 1. სტაჟიორს აუნაზღაურდება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები. 2. სტაჟიორს მივლინების პერიოდში უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება.“. 3. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რიცხოვნობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი. საჯარო დაწესებულების სტაჟიორთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 20%-ს.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები