დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.017239 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/07/2024 - 14/01/2026)
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში პრაქტიკის გავლის წესი“.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის №109 ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში პრაქტიკის გავლის წესი
|
თავი I
ზოგადი დებულებანი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში პრაქტიკის გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) პრაქტიკის გავლის პროცედურებსა და პირობებს. მუხლი 2. პრაქტიკის მიზანი პრაქტიკის მიზანია სამინისტროში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება და გამოყენება. ასევე, მათი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: 1. პრაქტიკა – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დახმარებით თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება. 2. პრაქტიკანტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, გარდა ბაკალავრიატის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტისა, რომელიც სწავლის პარალელურად სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გადის პრაქტიკულ სწავლებას. 3. კანდიდატი – პირი, რომელსაც სამინისტროში წარადგენს უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ან რომელსაც სამინისტროში შემოტანილი აქვს განცხადება პრაქტიკის გავლის შესახებ. 4. ხელმძღვანელი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც ხელმძღვანელობს პრაქტიკანტს. თავი II პრაქტიკა მუხლი 4. პრაქტიკანტად მიღება 1. მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროში პრაქტიკანტების მიღება მიმდინარეობს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების შუამდგომლობის, სამინისტროსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს შორის დადებული მემორანდუმისა ან სამინისტროს ინიციატივის საფუძველზე. 2. პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, გარდა ბაკალავრიატის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტისა. 3. კანდიდატების სათანადო დოკუმენტაციის მომზადებასა და პროცესის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტი. 4. კანდიდატის პრაქტიკანტად მიღების შესახებ გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 5. კანდიდატმა სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) რეზიუმე; გ) 1 ფოტოსურათი 3/4-ზე; დ) ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა; ე) ნასამართლობის შესახებ ცნობა. მუხლი 5. პრაქტიკის ვადა 1. პრაქტიკის ვადა განისაზღვრება 3 (სამი) თვემდე ვადით, ხელმძღვანელის ინიცირების საფუძველზე, შესაძლებელია პრაქტიკის ვადის გაგრძელება ერთჯერადად, მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) თვისა. 2. პრაქტიკანტს, პრაქტიკის გავლის შემდეგ, ეძლევა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობა. თავი III უფლება-მოვალეობანი მუხლი 6. პრაქტიკანტის უფლება-მოვალეობანი 1. პრაქტიკანტს უფლება აქვს: ა) ხელმძღვანელის თანხმობით, საჭიროების შემთხვევაში, გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (ელექტრონულ და საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ორგანიზებულ აქტივობებში/შეხვედრებში; გ) გაეცნოს მუშაობის სპეციფიკას. 2. პრაქტიკანტი ვალდებულია: ა) საფუძვლიანად გაეცნოს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას; ბ) პრაქტიკის გავლის პროცესში ზედმიწევნით დაიცვას სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები; გ) პრაქტიკის გავლის პროცესში და მისი დასრულების შემდგომ დაიცვას კონფიდენციალობა. 3. პრაქტიკანტის მიერ მოვალეობის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს მისი ხელმძღვანელი. მუხლი 7. სამინისტროს მოვალეობები 1. სამინისტრო პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად/განსავითარებლად. 2. სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტი უზრუნველყოფს პრაქტიკანტისთვის სამინისტროს სტრუქტურის გაცნობას და წარადგენს თავის ხელმძღვანელთან. 3. პრაქტიკანტის ხელმძღვანელი: ა) უშუალოდ წარმართავს და კოორდინაციას უწევს პრაქტიკანტის საქმიანობას, აკონტროლებს მის მიერ ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს პრაქტიკანტს თავისი უფლება-მოვალეობის განხორციელებაში; გ) აცნობს პრაქტიკანტს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას და შესაბამისი ქვედანაყოფის/ერთეულის სტრუქტურას, საქმიანობის სფეროსა და სპეციფიკას; დ) განუსაზღვრავს პრაქტიკანტს შესასრულებელ დავალებას და კონკრეტულ ვადას. თავი IV პრაქტიკის შეწყვეტა მუხლი 8. პრაქტიკის შეწყვეტა 1. პრაქტიკის ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) შესაბამისი დაწესებულების/სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაცია; გ) ხელმძღვანელის არგუმენტირებული წარდგინება; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ და „თ“-„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. 2. პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი პრაქტიკანტის ხელმძღვანელის ან მისი ზემდგომი უფროსის წარდგინების საფუძველზე. 3. პრაქტიკის შეწყვეტის შემთხვევაში, პრაქტიკანტი 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს აბარებს იმ მატერიალურ ფასეულობას, რაც მას პრაქტიკის გავლის პერიოდში გადაეცა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები