„სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტებისა და სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 27 იანვრის N22/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტებისა და სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 27 იანვრის N22/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 121/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 12/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018539
121/ნ
12/07/2024
ვებგვერდი, 16/07/2024
430210000.22.022.018539
„სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტებისა და სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 27 იანვრის N22/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №121/ნ

2024 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტებისა და სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 27 იანვრის №22/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტებისა და სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 27 იანვრის №22/ნ ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28/01/2022, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018130) დამტკიცებულ „სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტებისა და სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის წესში“ (დანართი №1) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირების მიზნით, სკოლის მიერ დანართ №2-ის წარმოების (მათ შორის, დანართის შევსების პრინციპის) თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის ეტაპზე და ასევე მოსწავლის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის შემთხვევაში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. აღნიშნული ინფორმაციის მიღებას ხელმოწერით ადასტურებს მოსწავლე/მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.“;

2. მე-10 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) ინფორმირებული თანხმობის მიღება მოსწავლის ან მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისგან მოსწავლესთან ჯგუფური/ინდივიდუალური მუშაობის პროცესში ამ ბრძანების მე-12 მუხლის შესაბამისად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. მოსწავლის ან მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ინფორმირებულ თანხმობაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსწავლესთან სოციალური მუშაობა არ ჩატარდება ან მოხდება მოსწავლის გადამისამართება ამ ბრძანების მე-9 მუხლის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც გულისხმობს მოსწავლის რეფერირებას სსიპ – სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით დადგენილი წესით.“.

3. მე-12 მუხლის:

ა) მე-2  მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის პროცესში სოციალური მუშაკი იღებს ინფორმირებულ წერილობით თანხმობას მოსწავლის ან მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისგან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

3. ინდივიდუალური მუშაობისას ინფორმირებული წერილობითი თანხმობის მიღება ხდება კონკრეტული ინდივიდუალური მუშაობის დაწყების წინ და გულისხმობს მოსწავლის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ ინდივიდუალური მუშაობის მიზნით მოსწავლის შესახებ განსაზღვრულ მონაცემთა დამუშავებაზე გამოხატულ თანხმობას, რომელსაც მოსწავლემ/მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ხელი მოაწერა  ან რომელიც მან სხვაგვარად გამოხატა წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიღება გულისხმობს მოსწავლისათვის/მოსწავლის მშობლისათვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას/განმარტებას:

ა) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, მისი წარმომადგენლის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია;

ბ) მონაცემთა დამუშავების მიზნებისა და სამართლებრივი საფუძვლის შესახებ;

გ) მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ, ხოლო თუ მონაცემთა მიწოდება სავალდებულოა − მონაცემთა მიწოდებაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მონაცემთა შეგროვება/მოპოვება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით ან აუცილებელი პირობაა ხელშეკრულების დასადებად (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში);

დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია;

ე) მონაცემთა მიმღების ვინაობა ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობის შესახებ, მათ შორის, მონაცემთა გადაცემაზე ნებართვის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი გეგმავს მონაცემთა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემას;

ზ) მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;

თ) მოსწავლის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლება, მიიღოს ინფორმაცია მოსწავლის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, გაეცნოს მოსწავლის თაობაზე არსებულ მონაცემებს და მოითხოვოს ასლის გადაღება, მოითხოვოს მათი გადატანა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, გამოითხოვოს თანხმობა.

ი) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების უფლებისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის თაობაზე.

5. ჯგუფური მუშაობისას ინფორმირებული წერილობითი თანხმობის მიღებას უზრუნველყოფს სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის ეტაპზე ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჯგუფურ მუშაობაზე უარის თქმა არ უნდა იყოს ადმინისტრაციის მხრიდან მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის დამაბრკოლებელი გარემოება.“;

ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სოციალურ მუშაკებს და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს დოკუმენტაციაზე ხელი მიუწვდებათ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთანავე, მათ ეკისრებათ ვალდებულება, დაიცვან მონაცემთა საიდუმლოება და კონფიდენციალურობა, მათ შორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი