დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140030000.22.034.017480 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140030000.22.034.016264) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სპეციალური პროფესიული მომზადება, გადამზადება ან/და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომ – აკადემია), სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში, სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულში, ასევე, სხვა ლიცენზირებულ/აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელთანაც სასაზღვრო პოლიციას შეიძლება გაფორმებული ჰქონდეს შესაბამისი ხელშეკრულება.“. 2. 281 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 282 მუხლი: „მუხლი 282. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სასწავლო ცენტრში (სამმართველო) მივლენა 1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შესაძლებელია მივლენილ იქნეს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (სამმართველო). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსამსახურის მივლენის ვადა განისაზღვრება შესაბამისი პროგრამის/კურსის ვადით. 3. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს სამივლინებო ხარჯები შესაძლოა აუნაზღაურდეს მხოლოდ ტერიტორიულად სხვა ადგილას მივლენისას, თუ უზრუნველყოფილი არ არის მისი მგზავრობა, ადგილზე განთავსება და კვებით უზრუნველყოფა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 15 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები