“სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 23 დეკემბრის №10 ბრძანებით დამტკიცებულ “სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგების წესში” ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 09/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016075
68
09/07/2024
ვებგვერდი, 10/07/2024
290160000.60.072.016075
“სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 23 დეკემბრის №10 ბრძანებით დამტკიცებულ “სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგების წესში” ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №68

2024 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

„სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 23 დეკემბრის №10 ბრძანებით დამტკიცებულ „სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგების წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 23 დეკემბრის №10 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25/12/2015, სარეგისტრაციო კოდი: 290160000.60.072.016018) დამტკიცებულ „სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგების წესში“ (შემდგომ – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადაზღვევო ბროკერი ამ წესის მე-4 მუხლში მითითებულ ვადებში სამსახურს ელექტრონული ფორმით წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებულ ანგარიშგებას. ანგარიშგებები ხელმოწერილი უნდა იქნეს დირექტორის ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი