დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “პირდაპირი ხელშეკრულების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ" სემეკის 2003 წლის 2 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილბებეისა და დამატებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 29/11/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 143, 09/12/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.230.000.16.009.007.900 |
სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 040.230.000.16.009.007.900
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის (სემეკ) დადგენილება №27
2005 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
„პირდაპირი ხელშეკრულების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” სემეკის 2003 წლის 2 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტებისა და 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:
მუხლი 1
სემეკის 2003 წლის 2 მაისის №6 დადგენილებით (სსმ III, 06.05.03, №40, მუხლი №352) დამტკიცებულ „პირდაპირი ხელშეკრულების რეგულირების წესში” შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულებების მაძიებლებმა ამ ხელშეკრულების დადების შესახებ განაცხადი უნდა წარუდგინონ სემეკსა და სესბს;
2. მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირდაპირი ხელშეკრულების მხარეებმა ხელმოწერილი ხელშეკრულება, შესაბამისი განაცხადით უნდა წარუდგინონ სესბს შესათანხმებლად, ხოლო სემეკს დასამტკიცებლად.“.
3. გაუქმდეს დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე გ. თავაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები