დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-289 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040000.22.030.016299 |
01-289
05/07/2024
ვებგვერდი, 09/07/2024
480040000.22.030.016299
„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
|
„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
1.
„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებით (ვებგვერდი, 03/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 480040000.22.030.016194) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
ა)
მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ე1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ე1) აკაკი ჩხენკელის სახელობის უწყებრივი ჯილდოთი – აკაკი ჩხენკელის სახელობის მედლით დაჯილდოება;’“; |
ბ)
ამოღებულ იქნეს მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი;
|
გ)
ამოღებულ იქნეს მე-40 მუხლის მე-5 პუნქტი;
|
დ)
41-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიმართ გამოიყენოს ამ წესის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“, „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები.“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები