„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 03 აგვისტოს N63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 03 აგვისტოს N63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/07/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.167.016606
10
05/07/2024
ვებგვერდი, 08/07/2024
210020010.35.167.016606
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 03 აგვისტოს N63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2024 წლის 5 ივლისი

ქ. ლაგოდეხი

 

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 03 აგვისტოს №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 აგვისტოს №63 დადგენილებაში, (www.matsne.gov.ge, 10.08.2018; 210020010.35.167.016413).
მუხლი 2
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 03 აგვისტოს №63 დადგენილების პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)  სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებზე:

დ.ა) სამორინის თამაშობებზე – კვარტალში 250 000 ლარი;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – კვარტალში 250 000 ლარი;

დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე –კვარტალში 250 000 ლარი;“.

მუხლი 3
დადგენილება ძალაშია 2024 წლის 1 ივნისიდან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია